ბორის ყურუა: პრობლემა მენტალიტეტშია, რაც პოლიციას ჩამოუყალიბდა. ტიკ-ტოკზე და ფეისბუკზე იარაღით და შკოდით მარიაჟობენ. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, დააკვირდით…

ადვოკატი ბორის (ჩელე) ყურუა ეხმაურება ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს გორში რამდენიმე პოლიციელი დაკავებულზე. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.
‼ „ამ ადამიანებს დააკავებენ, იმიტომ, რომ ვნახეთ ძალადობა, ვიდეოზე გადაიღეს. დასჯიან და იტყვიან, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ. მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარდება. პრობლემა მენტალიტეტშია, რაც პოლიციას ჩამოუყალიბდა. ტიკ-ტოკზე და ფეისბუკზე იარაღით და შკოდით მარიაჟობენ. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, დააკვირდით, როცა აჩერებენ ჩვეულებრივ მოქალაქეს, როგორ ესაუბრებიან, როგორი ტონი აქვთ. თითქოს, ჩვენს უსაფრთხოებას კი არ იცავენ, ჩვენი უფროსები არიან. სანამ ძირეული რეფორმა არ მოხდება, ამას არაფერი ეშველება. 5 და 10 პოლიციელის დაკავებით არაფერი არ მოგვარდება. მიუხედავად იმისა, რომ იქ კარგი ადამიანებიც არიან, მთავარი აქ ის დამპალი სისტემაა, რაც შეიქმნა“, — ამბობს ბორის (ჩელე) ყურუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში