“გორში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს როგორი რეაგირება და პასუხი ჰქონდა, ეს ვფიქრობ, რომ მყისიერად ნახა საზოგადოებამ. იმავე დღეს დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, მეორე დღეს კი ექვსი პირია დაკავებული. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორად აღწერს, რომ გადაცდომა იქნება თუ ნებისმიერი პირის მხრიდან ჩადენილი გარკვეული სამართლებრივი დანაშაული, შესაბამისად იქნება პასუხგაცემული. თუმცა, რა თქმა უნდა, სრული აბსურდი და წარმოუდგენელი სიგიჟეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცით ცდილობს საკუთარ ხელისუფლებას ან საკუთარ მმართველობასთან გაავლოს პარალელი.
[…] სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არის სამართლებრივი და შესაბამისად ექვსი პირია დაკავებული. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა, როგორი მკაცრი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი ფაქტების მიმართ. ასეთი ფაქტები შეიძლება ყველა ქვეყანაში მოხდეს. დანიასთან მიმართებით პრობლემა იყო ის, რომ ჩვენგან განსხვავებით არავინ არ დაგმო ეს ფაქტი”. – თქვა, ინტერპრესნიუსის ცნობით, ნინო წილოსანმა გორში პოლიციის მიერ მოქალაქეზე ძალადობის შესახებ




