აბსოლუტურად ყველამ კარგად გაიგოს, რომ ჩვენ იმ ჯიშის ხალხი ვართ, ვინც ბრძოლაში არასდროს უკან არ იხევს! ნურავის ექნება ილუზია იმისა, რომ აქ რაღაც არეულობას გამოიწვევს და ამით ვინმე ხელისუფლებაში მოვა – სხვადასხვა ქვეყნისკენ აღტყინებით მომზირალი ადამიანები, ამ ქვეყანაში ვერასდროს ფეხს ვერ მოიკიდებენ! არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ და კომპრომის გავწიოთ ქვეყნისა და და ხალხის ინტერების ხარჯზე, – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.
ღუდუშაური მიიჩნევს, რომ „ეს ადამიანები ქვეყნის მტრობაზეც კი მიდიან“.
“ჩვენი ეროვნული გმირების, დიადი წინაპრების სისხლით მორწყული ჩვენი ქვეყნის თითოეული გოჯი შეგვახსენებს, რომ ამ ქვეყნის ღალატი, თვალების აქეთ-იქეთ ცეცება, რომ ვინმე მოიყვანო, ვინმეს – უკაცრავად და, კალთაში ჩაუხტე ან ზურგზე შეახტე იმისთვის, რომ ეს შენი ქვეყნის მართვა გეგონოს, არის სამარცხვინო და ამორალური.
ჩვენ აქ იმიტომ არა ვართ, რომ იოტისოდენად დავთმოთ ის პრინციპულობა და ღირსება, რომელიც ჩვენმა დიადმა ადამიანებმა დაგვიტოვეს და რომელთა სულის ზეიმიც იყო გუშინ. ამიტომ ნურავის ექნება ილუზია იმისა, რომ ამა თუ იმ ფორმით და მნიშვნელობა არა აქვს როგორსაც არ უნდა ფიქრობდეს …
ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ქვეყნის მტრობაზეც კი მიდიან. როგორი სამარცხვინო და ამორალურია, რომ საკუთარ ქვეყანას ედავებოდე და ადანაშაულებდე ათასგვარ სიბინძურეში. შეიძლება ხელისუფლება ან კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირი არ მოგწონდეს, მაგრამ შენი ქვეყანა ასე გძულდეს, ეს წარმოუდგენელია!
ბუნებრივია, მათთან ვერც სიყვარულზე გვექნება საუბარი, ვერც სამშობლოს ერთგულებაზე, მაგრამ ერთი რამ უნდა გაიგონ – ჩვენ არსად არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ, სადაც ქვეყნის ღირსება და ქართველი ხალხის ინტერესია გადის – ამიტომ აბსოლუტურად ყველამ კარგად გაიგოს, რომ ჩვენ იმ ჯიშის ხალხი ვართ, ვინც ბრძოლაში არასდროს უკან არ იხევს! ამიტომ ნურავის ექნება ილუზია იმისა, რომ აქ რაღაც არეულობას გამოიწვევს და ამით ვინმე ხელისუფლებაში მოვა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა სესიაზე.




