ეკა შარაშიძე: თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს სტატუსი არასწორად მიენიჭა, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის გერმანიაში ქართველების თავშესაფრის განხილვის პროცედურას

თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლო პირველად განიხილავს საკითხს რამდენად კანონიერი იყო საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ გამოცხადება.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ლიუნებურგის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად პირდაპირ უმაღლეს ფედერალურ სასამართლოს გადასცა.
თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს სტატუსი არასწორად მიენიჭა, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის გერმანიაში ქართველების თავშესაფრის განხილვის პროცედურას.
ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ