“რუსთავი ორი არ გრცხვენია, ჩამოდი ჩემთან ზუგდიდში და რა პირობები მაქვს და როგორ ვუვლი გაჩვენებთ, მე გეპატიჟებით ზუგდიდში, ანდრიასთან და გადაიღეთ, რომ არანაირი პირობა არ გვაქვს”

“რუსთავი ორი არ გრცხვენია, ჩამოდი ჩემთან ზუგდიდში და რა პირობები მაქვს და როგორ ვუვლი გაჩვენებთ, მე გეპატიჟებით ზუგდიდში, ანდრიასთან და გადაიღეთ, რომ არანაირი პირობა არ გვაქვს, რომ ავრცელებთ უტიფარ ტყუილებს ,წარმოდგენაც არ გაქვთ რას გავდივართ და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, სულ რომ დაბრმავდით და დაყრუვდით რა გჭირთ, სამარცხვინოები ხართ, სახლში შვილებს როგორ უყურებთ თვალებში არ გრცხვენიათ ამდენი უტიფრობის , რომ არა კეთილი ადამიანების დახმარება. დღესაც ოთახში იჯდებოდა ჩემი შვილი, ჯერ კიდევ მოლოდინში ვართ ეტლის , რომელსაც საფრანგეთიდან უგზავნის ერთი კეთილი ადამიანი და ქ-ნ სალომეს დახმარებით. შევუქმენი სივრცე და ვუყიდე საჭირო ნივთები. ლოგინი, გათენება არ უგრძნია ბავშვს ,ჯოჯოხეთად გვქონდა ქცეული ყოველი ღამე. ტკივილებისგან და რას წერთ რომელი გყავთ უზრუნველყოფილი,ერთი რეპორტაჟი გაგეკეთებინათ რომელიმე ბავშვის ერთი დღის ცხოვრებაზე მაგრამ სად გაქვთ მაგის გამბედაობა და ტვინი … უტიფარი მინისტრი და დეგრადირებული ჟურნალისტები ესა ხართ მეტი არაფერი 🙏სამარცხვინოები ,გეწიოთ ჩვენი შვილების ცოდვა 🙏” | წერს დიუშენის სინდრომის მქონე ანდრია შამუგიას დედა პროპაგანდისტულ რუსთავი 2-ის პოსტის კომენტარებში. რუსთავი 2 ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელიც ამტკიცებს, რომ დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტები “აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით”.
🔴 განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ გააკეთა, რაც “დაიცავი ილიაუნის” საქველმოქმედო მარათონის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ შეგროვებული თანხა სრულიად მოხმარებოდა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების საჭიროებებს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების პარალელურად, საქველმოქმედო მარათონის “გაშავების” მცდელობა დაიწყეს პროპაგანდისტულმა მედიებმა.