ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი  ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 23 მაისის ღამეს უკრაინამ საზღვრიდან 1700 კილომეტრის დაშორებით, რუსეთის პერმის მხარეში მდებარე „მეტაფრაქსის“ ქიმიურ ქარხანას დაარტყა.

მისი თქმით, ქარხანა რუსეთის ქიმიური მრეწველობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

„კომპანიის პროდუქცია ათეულობით რუსულ სამხედრო საწარმოს ამარაგებს, მათ შორის თვითმფრინავების და დრონების, სარაკეტო ძრავებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხნებს. ახლა ობიექტზე საწარმოო პროცესი შეჩერებულია“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას