ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე:

დღეს ოფიციალურად მივმართე ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს და მერს, ბატონ კახა კალაძეს წინადადებით, განიხილონ საარბრიუკენის მოედნისთვის, დიდი ქართველი მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის სახელის მინიჭების საკითხი.

ვფიქრობ, ქალაქის მესვეურნი დაეთანხმებიან ამ ინიციატივას და შემდეგში ამ მოედანზე დ. ყიფიანის ძეგლსაც დადგამენ, ნიშნად მამულიშვილისადმი ქართველი ერის პატივისცემისა და მადლიერებისა. (ისე, მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!).

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი