მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება

საზოგადოება
მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება
3
წაკითხვა
“ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა”, — ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯიული 17 მაისთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სოციალუს ქსელში წერს. მისი თქმით, “იქ, სადაც საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს შიში, ძალადობა, უსამართლობა, სიღარიბე და მუდმივი დაპირისპირება, ზიანდება არა მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყარო, არამედ თავად ოჯახური ერთობაც”.
“ოჯახი იქ იწყება, სადაც მეუღლეთა სიყვარულში ორი ადამიანის სიცოცხლე ერთ სულიერ გზად და ხვედრად იქცევა; სადაც დედის ხმა და ლოცვა შვილს შორ გზებშიც თან მიჰყვება. მამის დუმილში სიყვარული პასუხისმგებლობად სუნთქავს,ხოლო დედმამიშვილობაში ერთგულება ერთმანეთის ტკივილის ტარების ძალად იქცევა.ქართულ ცნობიერებასა და კულტურაში ოჯახი მხოლოდ სისხლით დაკავშირებული ერთობა არასოდეს ყოფილა. იგი აღიქმებოდა როგორც სიყვარულის, მსხვერპლის, მეხსიერებისა და ადამიანური თანადგომის სულიერი კავშირი, რომელშიც ქართველი ერის ეთიკური სახე, შინაგანი ღირსება და ისტორიული სული აისახება.ქრისტიანული გაგებით, ოჯახი არის ის სულიერი სივრცე, სადაც ადამიანი პირველად სწავლობს ღვთის წინაშე პასუხისმგებლობის მნიშვნელობას,სიყვარულს, ერთგულებას და თავისუფლების საზრისს. იმას, რომ ადამიანის ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობა არ არის, არამედ სხვისი ტკივილის გაზიარება, სხვისი შვილების დაცვა და ერთმანეთის სიცოცხლის მოფრთხილება.ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე მხოლოდ დეკლარაციებითა და ფორმალური აღიარებით არ განისაზღვრება. იგი იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა.იქ, სადაც საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს შიში, ძალადობა, უსამართლობა, სიღარიბე და მუდმივი დაპირისპირება, ზიანდება არა მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყარო, არამედ თავად ოჯახური ერთობაც. ამიტომ ოჯახის დაცვა ქრისტიანული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ ტრადიციის სიტყვიერ აღიარებას, არამედ ისეთი საზოგადოებრივი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს ღირსებით, თავისუფლებით, ნდობითა და მშვიდობით, რადგან ოჯახები ხშირად ინგრევა არა მხოლოდ ღირებულებითი კრიზისით, არამედ სოციალური უსამართლობით, ეკონომიკური სიდუხჭირით, ძალადობითა და მუდმივი შიშის ატმოსფეროთიც.ადამიანის ჭეშმარიტი გარდაქმნა ვერ მიიღწევა მხოლოდ იძულებით, სამართლებრივი ზეწოლითა თუ ძალაუფლებრივი კონტროლით. ეკლესიის სულიერი გამოცდილება ადამიანს განიხილავს არა როგორც ძალით “გამოსასწორებელ” ობიექტს, არამედ როგორც თავისუფალი ნების, სინდისისა და თვითშეგნების მქონე პიროვნებას, რომლის შინაგანი განახლება ხდება გაცნობიერებით, თავისუფალი თანხმობითა და ჭეშმარიტებასთან ნებაყოფლობითი თანაზიარებით.პატრისტიკული აზროვნება მკაფიოდ განასხვავებს გარეგან მორჩილებასა და შინაგან გარდაქმნას. კანონს შეუძლია შეზღუდოს ქმედება და შექმნას ფორმალური წესრიგი, მაგრამ ვერ გარდაქმნის ადამიანის ბუნებას, ვერ განწმენდს ცნობიერებას და ვერ შობს ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას. ამიტომ ადამიანის არსობრივი შეცვლა იწყება არა შიშითა და იძულებით, არამედ სინდისით, თვითშემეცნებითა და თავისუფლად გაცნობიერებული ჭეშმარიტებით. სწორედ ამიტომ, ეკლესიის მიზანია არა ადამიანის იძულებითი დამორჩილება, არამედ მისი გონების, სინდისისა და სულიერი ხედვის განახლება.აღმოსავლური ქრისტიანული ტრადიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან თავისუფლებას, რადგან ქრისტიანული გაგებით, ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ იქცევა სიცოცხლის ნაწილად, როდესაც იგი თავისუფლად არის მიღებული და შინაგანად გააზრებული. ძალით მიღწეული მორჩილება შესაძლოა ქმნიდეს გარეგან სტაბილურობას, თუმცა ვერ ქმნის სულიერად თავისუფალ და გარდაქმნილ ადამიანს. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს: “ღმერთი არავის იზიდავს ძალით ან იძულებით, არამედ დარწმუნებითა და სიკეთით უხმობს ადამიანს”, ხოლო წმინდა ისააკ ასური წერს: “შიში შეიძლება სასარგებლო იყოს სიფხიზლისთვის, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ სიყვარული ფლობს ადამიანს”.ამგვარად, ქრისტიანულ აზროვნებაში მკაფიო განსხვავება არსებობს კანონსა და მადლს, გარეგან მორჩილებასა და შინაგან გარდაქმნას, შიშით დამორჩილებასა და სიყვარულით შეცვლას შორის, რადგან ძალას შეუძლია მხოლოდ ქმედების შეზღუდვა, ხოლო სიყვარულითა და ჭეშმარიტებით მიღებულ ცნობიერებას — თავად ადამიანის შეცვლა”, — წერს მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.
დღეს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშეთიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა. სამების საკთედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პირველი საზეიმო წირვა აღავლინა.
კომენტარები
გადახედვა
მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება
მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება
გადახედვა
ვინ როგორ შეაფასა ბზიკები და რა ქულები დაწერა საქართველომ — ევროვიზიის შედეგები დეტალურად
ვინ როგორ შეაფასა ბზიკები და რა ქულები დაწერა საქართველომ — ევროვიზიის შედეგები დეტალურად
გადახედვა
შალვა ნათელაშვილი: სანამ მეუფეები გვაზეიმებენ ოჯახის სიწმინდის დღეებს და თავის რიგებში ვერ შეამჩნევენ არც თუ ცოტა ე.წ. ლგბტ ფიგურებს, არაფერი გვეშველება
შალვა ნათელაშვილი: სანამ მეუფეები გვაზეიმებენ ოჯახის სიწმინდის დღეებს და თავის რიგებში ვერ შეამჩნევენ არც თუ ცოტა ე.წ. ლგბტ ფიგურებს, არაფერი გვეშველება
ევროვიზია 2026 ბულგარეთმა მოიგო — მოისმინეთ გამარჯვებული სიმღერა
ევროვიზია 2026 ბულგარეთმა მოიგო — მოისმინეთ გამარჯვებული სიმღერა
გადახედვა
NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება
NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი The One Show-ზე წლის მარკეტერად დასახელდა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი The One Show-ზე წლის მარკეტერად დასახელდა
გადახედვა
შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს
შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს
გადახედვა
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
გადახედვა
ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
გადახედვა
ზღვა, რომელსაც ახსოვს — ვენეციის ბიენალეზე
ზღვა, რომელსაც ახსოვს — ვენეციის ბიენალეზე
გადახედვა
ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს
ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს
გადახედვა
რას უსმენდა მსოფლიო ბოლო 20 წელი? — ყველაზე პოპულარული მომღერლები, ალბომები და სიმღერები
რას უსმენდა მსოფლიო ბოლო 20 წელი? — ყველაზე პოპულარული მომღერლები, ალბომები და სიმღერები
გადახედვა
სანქცირებულმა “იმედმა” I კვარტალში “მეამას”, “ორბის” და “ანაგის” რეკლამებიდან ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო
სანქცირებულმა “იმედმა” I კვარტალში “მეამას”, “ორბის” და “ანაგის” რეკლამებიდან ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე
გადახედვა
სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
გადახედვა
ანდრეი სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ანდრეი სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ვინ მოიგებს 2026 წლის ევროვიზიას? — ნახეთ ბუქმეიკერების პროგნოზი
ვინ მოიგებს 2026 წლის ევროვიზიას? — ნახეთ ბუქმეიკერების პროგნოზი
ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით
ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით
გადახედვა
ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს “ციფრული სასიცოცხლო წერტილები” დაუცველია
ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს “ციფრული სასიცოცხლო წერტილები” დაუცველია
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის — ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის — ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
გადახედვა
მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლიდან დათვის ბელი უსაფრთხოდ გამოიყვანეს
მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლიდან დათვის ბელი უსაფრთხოდ გამოიყვანეს
კვირის ტოპ-5
სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს9257 ნახვა
ქვეყნის საეჭვო გარემოებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა3771 ნახვა
იაპონელი მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა2047 ნახვა
მიტროპოლიტი ისაია: “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება”1634 ნახვა
გარდაბანში ავარიას 7 პირი ემსხვერპლა, 1 — კლინიკაში გადაიყვანეს523 ნახვა
გირჩევთ
გართობა
ქვიზი: მოაბრუნებ თუ ვერა გაქცეულ ჩინელს?
ქვიზი: მოაბრუნებ თუ ვერა გაქცეულ ჩინელს?
გადახედვა
პოლიტიკა
პაპუნა ჯანელიძე: ალექსი პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს, “ქართული ოცნება” მეთოდურად აგრძელებს შიშის დანერგვას
პაპუნა ჯანელიძე: ალექსი პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს, “ქართული ოცნება” მეთოდურად აგრძელებს შიშის დანერგვას
გადახედვა
გართობა
ბასტი-ბუბუ 34 წლის გახდა — ნახეთ ვიდეო
ბასტი-ბუბუ 34 წლის გახდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჟურნალისტებს საქართველოს 3 ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და დღევანდელი შეხვედრის გაშუქებაზე
მაკა ბოჭორიშვილი: ჟურნალისტებს საქართველოს 3 ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და დღევანდელი შეხვედრის გაშუქებაზე
გადახედვა
გართობა
ტიკტოკზე ახალი ტრენდი გამოჩნდა: გემი იძირება — როგორია Gen Z-ის რეაქცია?
ტიკტოკზე ახალი ტრენდი გამოჩნდა: გემი იძირება — როგორია Gen Z-ის რეაქცია?
გადახედვა
პოლიტიკა
“მთავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება” — პატიმრების შეწყალებაზე
“მთავარი არის მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება” — ირაკლი პატიმრების შეწყალებაზე
გადახედვა
პოლიტიკა
თავშესაფარი შეიძლება მიიღო სხვადასხვა საფუძვლით, საერთოდ არაა ეს საინტერესო — ირაკლი ირაკლი შაიშმელაშვილზე
თავშესაფარი შეიძლება მიიღო სხვადასხვა საფუძვლით, საერთოდ არაა ეს საინტერესო — ირაკლი შაიშმელაშვილზე
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არასწორია, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან და მშობლებთან არ არის კომუნიკაცია
ირაკლი კობახიძე: არასწორია, რომ დიუშენით დაავადებულ ბავშვებთან და მშობლებთან არ არის კომუნიკაცია
ჯანმრთელობა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უვე PSP-შია
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უვე PSP-შია
გადახედვა
პოლიტიკა
“ევროპული სტრუქტურებისთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება” — ირაკლი კობახიძე “იმედისთვის” ევროპარლამენტში მუშაობის აკრძალვაზე
“ევროპული სტრუქტურებისთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება” — ირაკლი კობახიძე “იმედისთვის” ევროპარლამენტში მუშაობის აკრძალვაზე
ახლა კითხულობენ
გადახედვა
EU-დან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა
2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი 132 600 მესამე ქვეყნის მოქალაქეს ეთქვა, მათ შორის საქართველო მეორე…
დღეიდან, 15 მაისიდან, პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაიწყო
მიიჩნევს, რომ “ლელო — ძლიერი საქართველო” და გახარია პარტია ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
განათლების სამინისტრო ეძებს კომპანიას, რომელიც 1 801 000 სასკოლო ფორმას შეკერავს

ასევე დაგაინტერესებთ

ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას. ბოლოს როდესაც ვისაუბრე ძალადობასთან დაკავშირებით, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თითქოს, ეს იყო პოლიტიკაში მოსვლისთვის სვლა. ეს ყველაფერი არასერიოზულია