მიხაილ გალუზინი – მოსკოვში ვერ მიიღებენ მიმართულებას, რომელსაც დღეისთვის სომხეთის ხელმძღვანელობა მიჰყვება – ასეთი მიდგომები არ გვაწყობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს ახსნას სთხოვს იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა გააკეთა.

კერძოდ, გალუზინის თქმით, რუსეთი ვერ მიიღებს გზას, რასაც დღეისთვის ერევანი მიჰყვება, რადგან მოსკოვს „არ აწყობს“.

“რა თქმა უნდა, მოსკოვში ვერ მიიღებენ იმ მიმართულებას, რომელსაც დღეისთვის სომხეთის ხელმძღვანელობა მიჰყვება. კონკრეტულად კი მიმართულებას იმაზე, რომ ის, სომხეთის ხელისუფლება, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობას ინარჩუნებს, ვიდრე ევროკავშირში წევრობაზე არ გადაერთვება. ასეთი მიდგომები არ გვაწყობს. ასეთი მიდგომები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია”,-განაცხადა გალუზინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად