სანდრო რაქვიაშვილი: გასაგებია, რომ არანაირი ხალხის ფული არაა ეს და ხალხისთვის წართმეული ფულია, რომელსაც მთავრობა ისე ხარჯავს, როგორც სურს, მაგრამ…

სანდრო რაქვიაშვილი:
«პრემიერმა თქვა, რომ „ბიუჯეტი ხალხის ფულია“ და ასე მარტივად ხალხის ფულს ბავშვების წამლებზე ვერ დავხარჯავთო. უნდა „პასუხისმგებლიანად“ მივუდგეთ ამ ფულსო.
ჰოდა, გასაგებია, რომ არანაირი ხალხის ფული არაა ეს და ხალხისთვის წართმეული ფულია, რომელსაც მთავრობა ისე ხარჯავს, როგორც სურს, მაგრამ რადგან პრემიერი ამბობს, რომ ეს თურმე ჩვენი ფულია, მოდით, შევატყობინოთ პრემიერს, რომ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, ეს ფული ბავშვების წამლებს მოხმარდეს. 35 მილიარდში 35 მილიონს კი იპოვიან, დარწმუნებული ვარ.
პეტიცია შეუქმნიათ მშობლებს და მე მოვაწერე ხელი. თქვენც გირჩევთ. ეს არა მხოლოდ ამ ბავშვებსა და მათ ახლობლებზეა. საბოლოო ჯამში, ეს მთავრობის ადეკვატურობასა და საზოგადოების მხრიდან მთავრობის კონტროლზეა.
საინტერესოა, თუ 100კ მოაწერს ხელს, მერე რა არგუმენტს მოიგონებენ? »
– სანდრო რაქვიაშვილი: დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების წამლების დაფინანსებაზე და პრემიერის განცხადებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ