“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”

“აბორტი – ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა არ არის პროცედურა, რომელსაც ვინმე დადებითი ემოციური მიზეზების გამო ირჩევს.
შესაბამისად, აბორტების რაოდენობის შემცირებაზე ზრუნვა არა მორალური ზეწოლით, დაშინებით ან დადანაშაულებით, არამედ სექსუალური განათლების გავრცელებით და კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობის გაზრდით უნდა ხდებოდეს.
გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს.
პიედესტალიდან ასეთი ფსევდოზრუნვისა და წნეხის შედეგად, შესაძლოა მივიღოთ ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი ადამიანები, რომლებიც სამედიცინო ჩვენებით ჩატარებული პროცედურის გამოც კი საკუთარი თავი დაადანაშაულონ და მთელი ცხოვრება მძიმე ემოციური ტვირთი ატარონ არაფრის გამო.
ხალხზე ”ზრუნვისთვის” მსგავსი მიდგომა ისეთივე მოჩვენებითია, როგორც ქვეყნის უსაფუძვლო იდეალიზება.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში, აბორტების მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. მაშინ, როდესაც ვითომ ტრადიციულ და რელიგიურ ფასეულობებზე ორიენტირებულ საქართველოში, ეს რიცხვი ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით მაღალი რჩება.” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი არჩილ მარშანია.
🔴 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა: “თუ ოჯახში მძმე ცოდვა ტრიალებს, როგორიც არის აბორტი, ასეთი ოჯახი განწირულია და პირიქით, სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება”