“მდინარაძე სუს-დან გამოუშვეს.
ამის შემდეგ, შექმნეს გაუგებარი ბიუროკრატია, დაუნიშნეს მაღალი ხელფასი და ეს ხელფასი ხომ უნდა გაამართლოს?
უსაქმურად ვერ იქნება.
ამიტომ გამოიგონეს მორიგი იდიოტიზმი. ისევ მაღალხელფასიანი მორიგი ბიუროკრატია.
საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება.
აბსურდულობამდე კომიკური უსაქმურობის პროგნოზირებადობა..” – წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე
დღეს მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი იქნება




