გიორგი მელაშვილი: რუსთაველის თეატრში არნახული უკულტურობა დამკვიდრდა. რაო, ბატონო რობიკო, “აქ რუსთაველის თეატრია?!” – ეტყობა, წითელი არმიისთვის

„ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი:
რუსთაველის თეატრში არნახული უკულტურობა დამკვიდრდა.
ახლახან “გარმონ-ლუბიმაიას” ყველაზე დაბალი დონის, ყველაზე უკულტურო, პროვინციული რუსული კიტჩის პერფორმანსი დაიდგა: აი, ბერლინის ტრეპტოუ პარკში გალეშილი მარგინალები რასაც ღიღინებენ, ისეთი.
ჩელიაბინსკში თუ იდგმევა ასეთი უგემოვნო კიტჩი, არ ვიცი. რა არის რუსული საქმე, რომ კითხულობთ – აგერ, რუსული უკულტურობა: წითელი არმია დახტის და ბღავის რუსთაველის თეატრის სცენაზე.
რაო, ბატონო რობიკო, “აქ რუსთაველის თეატრია?!” – ეტყობა, წითელი არმიისთვის.
ღირსება რომ ჰქონდეს თეატრის ადმინისტრაციას, ასეთ უგემოვნო, რუსულ პროვინციულ სირცხვილს სცენაზე არ დაუშვებდა.
მაგრამ, სადაა ღირსება…
ასე ხდება, როდესაც რეჟიმი რუსულ გზას ადგას.

ასევე დაგაინტერესებთ