კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
მოდი დავთვალოთ ჩვილის მოვლის ხარჯები ჩვენს ქვეყანაში და ამ ხარჯებისთვის საკმარისი არის თუ არა ადამიანების (მშობლების) შემოსავალი.
ბავშვის საკვები 5-6 ქილა 45 – 65 ლარი თვეში 270 – 390 ლარი.
ჰიგიენური საფენები (პამპერსი) 3-4 შეკვრა 40 – 55 ლარი თვეში 120 – 220 ლარი.
სველი ხელსახოცი, ზეთები, კრემი 60 – 80 ლარი.
მედიკამენტები/ვიტამინები 80 – 150 ლარი.
ტანსაცმელი 100 – 150 ლარი.
ჯამური მინიმუმი თვეში 630 – 990 ლარი.
ეს მხოლოდ ბაზისური ხარჯია.
აქ არ შედის:
ექიმის ვიზიტები (თუ კერძო კლინიკაა – 60-100 ლარი ერთი კონსულტაცია).
პირველადი ნივთები ეტლი საშ. 800-1500 ლარი, საწოლი (400-800 ლარი), მანქანის სავარძელი. და ა.შ
კომუნალურები სარეცხი მანქანის, გათბობისა და ელექტროენერგიის მომატებული ხარჯი.
ანუ, რა ახალისებს სინამდვილეში ოჯახს?
ჩვენს ქვეყანაში მედიანური ხელფასი 1000-1700 ლარის ფარგლებშია, ხოლო ერთი ბავშვის მოვლა ამ ხელფასის 60-70%-ს მოითხოვს, ამ შემთხვევაში ბედნიერებაზე საუბარი ცინიზმია, არა?
ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს
სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ.
ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში.
სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდა ოჯახების ბინით უზრუნველყოფის პროგრამები და წახალისებები.
ხარისხიანი , როცა ბავშვის სიცხის გამო აფთიაქში შესვლა „ინფაქტს“ არ იწვევს ფასების და მომსახურების უხარისხობის გამო.
საბავშვო ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურა დედას რომ აქვს საშუალება მუშაობა გააგრძელოს და არ ჩაიკეტოს სახლში ეკონომიკური უპერსპექტივობის გამო.
სისტემა, რომელიც გეუბნება რომ გააჩინე ბავშვები, ეს კურთხევაა, თუმცა ამავდროულად გიწესებს 18%-იან დღგ-ს ბავშვის საკვებზე და საფენებზე, ეს სისტემა გატყუებს და თუ არ გინდა თავის მოტყუება, ამას დაინახავ.

ასევე დაგაინტერესებთ