დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს კითხვით- დაასახელოს ციფრი, რა ღირს 1 ბავშვის, თუნდაც 3 წლით სიცოცხლის გახანგრძლივება.
როგორც წიქარიშვილი ამბობს, ესმის ხელისუფლების პოზიცია, ფულის რაციონალურ ხარჯვასთან დაკავშირებით, თუმცა, სტატისტიკური კვლევებით, კლინიკურად დადასტურებულია, რომ მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც ისინი ითხოვენ, გაუხანგძლივებს მათ შვილებს ეტლში ჩაჯდომას, რაც პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.
მისი თქმით,თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან ერთად დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ისინი საწინააღმდეგო აზრის დამტკიცებას ვერ შეძლებენ.
ფულის რაციონალური ხარჯვა, რა საკვირველია არის ხელისუფლების ვალდებულებაც და ამოცანაც, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მედიკამენტებზე, რომლითაც უნდა მოხდეს სიცოცხლის გახანგრძლივება, აქ მაშინ უნდა დაისვას შეკითხვა, რა ღირს ერთი ბავშვის 3 წლის, თუნდაც სარჯველაძის ნახსენები 3 წელი რომ ჩავთვალოთ, სიარული, ეტლში ჩაჯდომის გადავადება, ანუ სიცოცხლის გახანგრძლივება. ეს შეკითხვა დადის შეკითხვამდე, რა ღირს 1 ბავშვის 3 წლის სიცოცხლე, აქ მაშინ სარჯველაძემ ციფრი დაგვისახელოს, რა ღირს, ის გვეტყვის, რომ არ არის დარწმუნებული რომ ეს თანხა, რასაც დავხარჯავთ გამოიწვევს 3 წლით სიცოცხლის გახანგრძლივებას, ამის შესახებ მტკიცებულება არ გვაქვს. აქ ჩვენ ვპასუხობს სარჯველაძეს, როდესაც საუბარია ერთ ბავშვზე, ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ეს წამალი ნამდვილად 3 წელი გაახანგრძლივებს, მაგრამ როდესაც საუბარია ათობით ბავშვზე, ეს უკვე პროგნოზირებადია, იმიტომ რომ კლინიკური კვლევები, რაც ტარდებოდა, სტატისტიკურად მყარი შედეგები აქვს. ამ ბავშვებს გაუხანგრძლივდებათ მოძრაობის უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბავშვებს გაუხანგრძლივდებათ სიცოცხლე. ეს დადასტურებულია კლინიკური კვლევევებით და ამ მედიკამენტების გამოყენებით, ხელისუფლება რომ მოვიდეს ჩვენთან, დაგვიჯდეს მაგიდასთან, ამის საწინააღმდეგოს ვერ დაგვიმტკიცებს, -განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
მან საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან იმედიანად დატოვა შენობა, რადგან სასულიერო პირების მხრიდან დაინახა მზაობა, სასწრაფოდ დაიწყოს მოქმედება და მოაწყონ შეხვედრები, შემდეგ კი შუამავლის როლი ითამაშონ ხელისუფლებასთან.
მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ შემთხვევაში, საპატრიარქო მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი აქტორი, მას შემდეგ, რაც ჩვენდ ა საპატრიარქო შევთანმხდებით ერთობლივი მოქმედების გეგმაზე, ის გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, რაც იქნება ხელისუფლების მოწოდება, რომ უნდა გაგეკთდეს ეს და კონკრეტულ ვადებში. ანუ ხელისუფლებასთან შუამავლობა, რომ პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს და საპატრიარქო იყოს შუამავალი.
საპატრიარქო საკმაოდ ფრთხილია, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამთ არ მოუციათ არანაირი გარანტია. მათ თქვეს, რომ სამუშაო ფორმატში გაადვიდეთ, ჩვენ, თქვენ და ექსპერტები, ეს ძალიან სწრაფად გავაკეთოთ, ამის შემდეგ კი ხელისუფლებას მივმართავთ, რომ გაკეთდეს კომუნიკაცია და პირდაპირი დიალოგი. ეს არის მათი უფლებამოსილება, მათი მანდატიც და ვფიქრობ, მალე გაკეთდება,-თქვა მან.




