ვეგანური „კივი კაფე“ მხარდაჭერას უცხადებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს, რომლებიც დღეს 24-ე ღამეს გაათევენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან

ვეგანური „კივი კაფე“ მხარდაჭერას უცხადებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს, რომლებიც დღეს 24-ე ღამეს გაათევენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნით.
💬 „მეგობრებო, როგორც იცით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები თავდაუზოგავად იბრძვიან მათი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ობიექტმა მათ სველი წერტილით სარგებლობაზე უარი უთხრა, რაც ძალიან ნეგატიური და სამწუხარო ფაქტია. ვინაიდან ამის საჭიროება შეიძლება არსებობდეს, მზად ვართ, სამუშაო საათებში ნებისმიერ დროს კაფის სივრცეში არსებული სველი წერტილი დავუთმოთ მშობლებს, ასევე უსასყიდლოდ გავუმასპინძლდეთ სასმელებით (წყალი, ყავა, ჩაი). გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ ინფორმაციის ადრესატებამდე მიტანაში.
კივი კაფე მხარდაჭერას უცხადებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს. თითოეული ბავშვის სიცოცხლე ფასდაუდებელია, მათზე ზრუნვა კი თითოეული ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა“, – წერს „კივი კაფე“, რომელიც ივანე მაჩაბლის N6-ში მდებარეობს.