ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი:
ცხოვრებამ და გამოცდილებამ მასწავლა – ცრუ მოლოდინები არავისზე შევიქმნა, რომ მერე გული არ მეტკინოს, ბრაზმა არ გამგუდოს და უარყოფითი ემოციებით თავი არ დავიზიანო.
ვკითხულობ ახალი პატრიარქის მიმართ იმედიან და პოზიტიური მოლოდინით სავსე სტატუსებს, მისი კეთილგანზრახულობით დადებულ პირობებს, ქარდებად ქცეულს და ამ ფოტოს დადება და შემდეგის თქმა მომინდა: როცა დავინახავ, რომ ეკლესიის კარი გაიღო მამა დოროთესთვის, მამა ილიასთვის, სხვა უსამართლოდ დაჩაგრული სასულიერო პირებისთვის და ბერ-მონაზვნებისთვის, როცა გავიგებ, რომ ღვთისმსახურების უფლება დაუბრუნეს, ძმები უპირობოდ ჩაიხუტებენ ერთმანეთს და არჩევნების დროს ჩვეული დაპირისპირება ერთობაში ტრანსფორმირდება, როცა მისი უწმინდესობის საყვარელი ფრაზა რომ გავიხსენო არდავიწყებისთვის – სინერგია ეკლესიის წიაღში იქნება საგრძნობი, მერე სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოლოდინიც გამიჩნდება და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთათვის წამლის მიწოდებისაც.
მანამდე კი დამკვირვებელი ვარ, გვერდიდან




