მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე – არის მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს, საყოველთაო შერიგება მოხდეს – შეიძლება ყველას არ ეხებოდეს, მაგრამ შემწყალებელი იქნება

მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის საყოველთაო შერიგება იქნება. იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის,- ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანმა, მღვდელმონაზონმა იერონიმე ქათამაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც იერონიმე ქათამაძემ აღნიშნა, „არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება“.

„მე რამდენ მღვდელმთავართანაც მქონდა შეხვედრა და საუბრები, უმრავლესობა მომხრეა, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. არ მგონია, რაიმემ შეაფერხოს. არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ მოხდეს საყოველთაო შერიგება. ამის მოლოდინიც არის და შესაბამისი ინფორმაციებიც ვრცელდება. ნებისმიერი საჭეთმპყრობელი, როდესაც ადგილობრივი ეკლესიის მეთაური ხდება, რაღაც ცვლილებებს იწყებს, ეს ცვლილებები არის დადებითი. მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის იქება საყოველთაო შერიგება, იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის. ჩემი აზრით, ყველას შესაძლოა არ ეხებოდეს, მაგრამ იქნება შემწყალებელი ყველას მიმართ“,- აღნიშნავს ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანი, მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია – მოვუწოდებთ საფრანგეთის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე

გრიგოლ გეგელია – თუ ეს რეჟიმი გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და ხელს შეუწყობს სიტუაციის დეესკალაციას, ასეთ ვითარებაში, დაინტერესებული ვართ, ვაწარმოოთ შესაძლო დიალოგი ახალი არჩევნების დანიშვნაზე