რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ინიციატივის შენარჩუნებას და ტემპის განსაზღვრას. ჩვენი უპირატესობა FPV დრონებში იზრდება. დეკემბრიდან, უკვე მეხუთე თვეა, უკრაინის თავდაცვის ძალების უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფები უფრო მეტ ოკუპანტს ანადგურებენ, ვიდრე რუსეთი თავის არმიაში მობილიზებას ახერხებს“, – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, მხოლოდ აპრილში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა: თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი დადასტურებული სამიზნე გაანადგურეს, რაც მარტთან შედარებით 2%-ით მერია, მტრის 7 700-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატის პილოტის პოზიცია ჩაახშეს.




