ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზედიზედ მეხუთე თვეა, რუსეთი იმაზე მეტ სამხედროს კარგავს, ვიდრე მობილიზებას ახერხებს

ზედიზედ მეხუთე თვეა, რუსეთი იმაზე მეტ სამხედროს კარგავს, ვიდრე მობილიზებას ახერხებს
ზედიზედ მეხუთე თვეა, რუსეთი იმაზე მეტ სამხედროს კარგავს, ვიდრე მობილიზებას ახერხებს | ინფორმაციას უკრაინის უპილოტო სისტემების ძალები ავრცელებს და წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში რეკრუტირებასა და პერსონალის დანაკარგებს შორის უარყოფითი ბალანსი სათავეს 2025 წლის დეკემბრიდან იღებს
🔻 განცხადებაში მოყვანილია უპილოტო სისტემების ძალების ხელმძღვანელის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის სიტყვები: „ზედიზედ მეხუთე თვეა, ჩვენ ვახერხებთ ამ ბალანსის უარყოფით ნიშნულზე შენარჩუნებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ამოცანა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მტრის ბრძოლისუნარიანობასა და მათ ზეწოლაზე ბრძოლის ველზე“
🔻 უპილოტო სისტემების ძალების მონაცემებით, 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში რუსეთმა 148,400 ადამიანის მობილიზება და რეკრუტირება მოახდინა, მაშინ როცა მხოლოდ დრონების დარტყმების შედეგად დადასტურებულმა დანაკარგებმა 156,735 პირი შეადგინა (ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მარტსა და აპრილში დაფიქსირდა - თვეში თითქმის 34,000 ჯარისკაცი)
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.