ხვიჩა ყალაბეგაშვილი: 80 წლის კახმეგ კუდავა დაუჯარიმებიათ 5000 ლარით ტროტუარზე დგომისთვის… საქართველოში 10 წიგნი ვისაც აქვს წაკითხული, ერთი აუცილებლად იქნება კახმეგის მიერ გამოცეული

გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

80 წლის კახმეგ კუდავა დაუჯარიმებიათ 5000 ლარით ტროტუარზე დგომისთვის, მას პირადად არ ვიცნობ და არც კოლეგიალობის გამოა ეს ამბავი შემაშფოთებელი, ობიექტური ფაქტია – საქართველოში 10 წიგნი ვისაც აქვს წაკითხული, ერთი აუცილებლად იქნება კახმეგის მიერ გამოცეული – ან სასკოლო, ან ფილოსოფიური, ან ისტორიული, ან სპორტული, ან მხატვრული, ან…

კაცი დაიჭირეს ფეისბუქზე დაწერილი ტექსტის გამო (ზოგი შინაარსს იძიებს, კონსტანტინე გამსახურდიამ თავის ტექსტში ჯვარი მოწამლა, რომლითაც ადამიანი მოკვდა ,,დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” სასკოლო მასალაა, ამაზე შემზარავს ვერავინ ვერაფერს დაწერს, სულ რომ თავზე დადგეს)…

სტუდენტს უნივერსიტეტთან დაადეს ხელბორკილები, ტროტუარზე დგომისთვის, თან საშიში რეციდივისტივით, ზურგს უკან შეუკრეს – დემონსტრაციულად, საჩვენებლად…

ბევრი წლის წინ, ჩემი სოფლელი ბიჭი იყო, უნიჭიერესი, გამომგონებლური უნარებით, ძალიან კეთილი და სათნო, სიცოცხლეზე შეყვარებული… ჯიუტად ებრძოდა კუნთების განლევას, პირველ კლასებში ჯოხით იარა დიდი წვალებით და ტკივილებით, ეტლს გაურბიდა, ემოციურად არ უნდოდა, თავად ააწყო ველოსიპედი და მერე იქ გადაჯდა, ისე ეპოტინებიდა ჯანმრთელობას, ისე იბრძოდა, არათუ წლებისთვის ყოველი წუთისთვის იბრძოდა, რომ მინიმალური უნარები არ გამოცლოდა… არ ჭირდება მედიცინის ცოდნა და არც სხვის კანში შეძრომაა აუცილებელი, გაიაზრო როგორი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, თუნდაც ერთი თვით მეტხანს აკონტროლებდეს საკუთარ უნარებს… მილიონებს აძლევს სახელმწიფო ისედაც მილიონერ ჯან-ღონით სავსე სპორტსმენებს, მილიონებს ხარჯავენ ვიღაც მომღერლებში, რაც საერთოდ არ არი სახელწიფოს საქმე, შოუბიზნესთან რა ესაქმება ბიუჯეტის ფულს, მილიონები იხარჯება ავტოფარეხების განახლებაში და ათას ტაშ-ფანდურში… ბავშვები წამალს იხვეწებიან… კაი, გავაკეთოთ დაშვება, რომ ე.წ. ხელისუფლება ვერ იღებს წამალზე პასუხისმგებლობას. მისცეს ფული მშობლებს და მშობელი იქნება პასუხისმგებელი წამლის არჩევანზეც და შედეგზეც…

ეს მხოლოდ, ბოლო დღეების ამბები…

ხშირად ამოიკნავლებენ ხოლმე – ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ეგ არი ქვეყნის სიყვარულიო… მძულს, მეზიზღება პოლიტიკაზე საუბარი, არც ქუჩაში დგომა და მოწამვლა ეხალისება ვინმეს… ჩვენი საქმეც გვიყვარს და ისთი მეგიბრებიც გვყავს, მათთან ყოფნა, რომ გავიწყებს ყველაფერს, ისე კარგად ხარ… მაგრამ, როგორ გინდა იცხოვრო შენი ცხოვრებით? ვერც თვითჩაღრმავება გშველის და ვერც პრაქტიკული მედიტაცია, სულ რომ კვანტურ ველებზე მომართო ყველა ნერვი და ამოსუნთქვა, უკან გაბრუნებს ყოფიერება და გირტყამს გარემოს რომელიც ასეთი გაუსაძლისია…

მიდი აბა, იცხოვრე შენი ცხოვრებით, ადამიანი თუ ხარ? ვერ იცხოვრებ… და თუ ადამიანად ყოფნა აღარ გინდა, მაშინ კი…