ზაზა ბიბილაშვილი: 300 ათასი ადამიანი რომ დაღუპულიყო საქართველოსთვის რომელიმე ომში, ახლა მართლა “ნიკოფსიიდან დარუბამდამდე და სინოპიდან არდაველამდე” ვიქნებოდით

 „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი:
როდესაც ვსაუბრობთ 9 მაისზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ:
– ის ომი საქართველოს ომი არ ყოფილა.
– საქართველოს თავისი ნებით არ აურჩევია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა (ოკუპირებული ვიყავით).
– მეორე მსოფლიო ომი საქართველოსთვის “სამამულო” ომი არ ყოფილა. სამამულო იყო 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც 5 კვირა გაგრძელდა.
– ოკუპანტმა რუსეთმა თავის ომში საზარბაზნე ხორცად 700 ათასამდე ქართველი გაიწვია (როგორც ახლა იწვევს ჩეჩნებს და ბაშკირებს).
– საქართველომ რუსეთისთვის ომში დაკარგა 300 ათასამდე ადამიანი. იმაზე განუზომლად მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ომში თავისი ისტორიის მანძილზე.
– საქართველოს არასდროს ჰყოლია 700-ათასიანი არმია, რომელიც საქართველოსთვის იბრძოლებდა.
– 300 ათასი ადამიანი რომ დაღუპულიყო საქართველოსთვის რომელიმე ომში, ახლა მართლა “ნიკოფსიიდან დარუბამდამდე და სინოპიდან არდაველამდე” ვიქნებოდით.
– 300 ათასი ადამიანი შევწირეთ მტერს, რომელმაც დაგვიხოცა ერის ინტელექტუალური და სამხედრო ელიტა, პლუს მიიტაცა ან გააჩუქა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის მესამედი(!).
ხოდა, 9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული სამყარო ნაციზმის დამარცხებას ზეიმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა