გიორგი სავანელი: ეს არის საჯარო და საჩვენებელი დასჯა, მორალური ტერორი, რეპრესიების პრევენციული დეკლარირება, რომ სხვა ადამიანმა იქნებ ვეღარ/აღარ გაბედოს პროტესტის გამოხატვა!

რეჟისორი გიორგი სავანელი:
2026 წლის ქართული ყოფის ქრონიკები! 🥹
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ანნი ფრიდონაშვილის, ტროტუარზე დგომისთვის დაკავების ეპიზოდი, პირდაპირ უნივერსიტეტის წინ.
დღეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა!
ამ მედგარ გოგოს ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ ეს რას ნიშნავს?
ეს არის საჯარო და საჩვენებელი დასჯა, მორალური ტერორი, რეპრესიების პრევენციული დეკლარირება, რომ სხვა ადამიანმა იქნებ ვეღარ/აღარ გაბედოს პროტესტის გამოხატვა!
ეს არის რეჟიმის კლასიკური მედოთი!
ამიტომ, იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის! ✊
აჩვენეთ ბევრს, გაუგზავნეთ, რომ ქოცების გამართლებას როცა დაიწყებენ იქნებ ეს კადრები დაუდგეთ თვალწინ. იქნებ და…
პ.ს. კარგი, კორუფციას არ იმჩნევ მავანო მოქალაქევ, ევროპული კურსის შეჩერებას არ იმჩნევ, ეკონომიკურ რეგრესს არ იმჩნევ, მოსახლეობის გაჭირვებას არ იმჩნევ, კონსტიტუციის დაჩეხვას არ იმჩნევ… რომელი ერთი… კიდევ ბევრ უბედურებას არ იმჩნევ.
მაგრამ, 20-21 წლის გოგოს ქუჩაში დაკავებაც შეგიძლია რომ არ შეიმჩნიო? დაკავება, თან რისთვის?
თუმცა, ბავშვების უწამლოდ დატოვებას, ე.წ. სამართალდამცავების მიერ ადამიანების დასახიჩრებას, ოკუპაციის სიმწარეს და კიდევ აუარება საშინელებას არ იმჩნევ, შენ – ფორმალურას ჩემო თანამოქალაქევ და ეს რას შეგძრავდაა!
ჩვენს თაობას ასეთი რამ ისტორიულ ტექსტებსა და ანტიუტოპიურ რომანებში თუ წაუკითხავს და რას ვიფიქრებდით „ლაივში“ თუ გაგვიცოცხლებდა ასეთ ეპიზოდებს საქართველოს მმართველი ძალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო