გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა. ასე, რომ სოციალურ ქსელებში ტროლ-ბოტების მობილიზება და “თუ ესე გული შეგტკივათ თქვენ უყიდეთ” ძახილი, როგორც მინიმუმ მცდარია, რეალურად კი – ამორალური.
მთავრობა კი არ უნდა გაურბოდეს მოქალაქეს და კორდონებს კი არ უნდა არტყამდეს საკუთარ სამყოფელს და დამატებულ დაცვაში დამატებით ფულს ყრიდეს, არამედ ელაპარაკებოდეს თავის მოქალაქეს და თუ რამე ვერ გამოდის, ან არ არის მიზანშეწონილი, ან საკმარისი სახსრები არ არის, ამასაც უნდა უხსნიდეს. თან არა საკაბინეტო დერეფნებიდან, არამედ უშუალოდ, პირისპირ, როგორც ადამიანს შეეფერება. ესაა ცივილურობაც და ჰუმანურობაც.