სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
გურჯაანში,
სოფელ კარდენახში,
მკვლელობა მოხდა.
ჰოდა ნახეთ რა საზარელი ამბავია,
ეს ბიჭი იყო ემიგრანტი,
წლებია ამერიკაში ცხოვრობდა
და რამდენიმე თვის წინ, დაბრუნდა სამშობლოში.
მეუღლე და ორი შვილი ჰყავს,
ჩამოვიდა სამშობლოში,
დაუბრუნდა უბანს,
იქ ალბათ უბანში გაიარა,
ბირჟაზე,
ნუ ეს ამერიკაში ცხოვრობდა
და გურჯაანში ბირჟაზე ცხოვრობდნენ
და მთელი ცხოვრება ბირჟაზე ნაცხოვრებ ტიპებს,
რა თქმა უნდა შეშურდათ ამერიკაში ნაცხოვრების..
მათ შორის მეზობელ მუტრუკს!
ჰოდა ერთ დღესაც საკუთარი ავტომობილით
გადაასწრო უბნელი ბიჭის ავტომობილს
და
ახლა ბირჟაზე მცხოვრები გურჯაანელის აზროვნება:
რომ ძმაო
ვიღაცა ამერიკაში წავიდა და
ჩვენივე უბანში უნდა გადაგვასწროს?
თავში აუვარდა მაგას ძმაო,
სულ გადაჯიშდა,
ვინ უნდა გადაგვასწროს ძმაო,
ჩვენივე უბანში,
ვინ უნდა ვაბლატაოთ ძმაო..
მაგას ჰო არ უნდა ქართველობა გავახსენოთო
და გაახსენა,
დაიბარა საქმის გასარჩევად
ვენახებში,
ტყვია გულში დაახალა
და იქვე დატოვა.
ორი დღე ეძება ოჯახმა
და ვენახში,
გულში ტყვიადახლილი იპოვეს.
კაცმა არ იცის მარტომ დაიბარა თუ უბნელებთან ერთად
და ღმერთმა ნუ ქნას,
სხვებიც ყოფილიყვნენ
და უბრალოდ გაჩუმებულიყვნენ..
ემიგრანტი ბიჭი, რომელიც სამშობლოში
დაბრუნდა,
ასე ასწავლა
“ქართველობა”,
ქართულ, ჯიგრულ პონტში,
გაუიასნა,
გასწრების გამო,
გულში ტყვია დაახალა
და იქვე დააგდო,
უბნელმა,
უბნელი.
ჰოდა ახლა კითხვა მაქვს,
სინამდვილეში
რომელი უფრო ქართველია?!
ემიგრანტი ბიჭი,
რომელიც როგორც იქნა სამშობლოში
დაბრუნდა
თუ
ბირჟაზე დამხვდარი უბნის ბიჭი,
რომ აუშარდნენ გასწრების გამო,
ვენახში საქმეები რომ ურჩიეს,
რომ გულში ტყვია დაახალეს,
ობლები დაუტოვეს ბავშვები
და თან მიატოვეს,
ვინ იცის იქნებდა გადარჩენა შეიძლებოდა..
ჰოდა ამაზე იცით რა მახსენდება?
ასეთ ემიგრანტებს,
ქვეყნიდან რომ გააქციეს,
რომ სიღარიბე და უგზო-უკვლო გაჭირვებაა
ქვეყანაში
და
სამშობლო სიზმრებშიც რომ ელანდებათ და პირველივე შესაძლებლობაზე ყველა რომ დაბრუნდება,
ხმის მიცემის უფლება რომ წაართვეს
და
ბირჟაზე მდგომი ვითომ ქართველები,
არჩევნების დღეს,
სამწვადესა და ერთ კაი სუფრაზე,
სამშობლო რომ გაყიდეს,
საკუთარი ხმები რომ გაყიდეს,
აი ეგენი რომ დაიხმარა პარტიამ
და ხმები მიატანინა,
მაინტერესებს,
რომელი უფრო დიდი ქართველია ასეთ დროს?!
მაინტერესებს
რომელი უფრო დიდი ქართველია,
გასწრების მიზნით,
ვენახებში საქმის გასარჩევად დაბარებული ბიჭი,
გულში ტყვიადახლილი რომ დატოვეს
თუ უბნის ბირჟავიკი?
ვინაა გადაჯიშებული ქართველი
და ვინ იმსახურებს სახელს,
ერქვას ქართველი?!
ჰო,
ასე იცის ღირებულებების აღრევამ,
როცა პარტია გაჯერებს,
რომ ამერიკა გარყვნილია
და ევროპა ცუდი
და შენ,
ბირჟაზე მდგომი,
არჩევნების დღეს,
100 ლარზე რომ გაყიდი შენს ხმას
და სამშობლოს,
შენ ხარ “ნამდვილი ქართველი”.
ვწუხვარ ამ ამბის გამო,
ყველა ემიგრანტის გამო ვწუხვარ
და ყველა იმ ადამიანის გამო ვწუხვარ,
რომელსაც ქვეყანა ეიმედება,
ჩამოდის და გულში ტყვიას იღებს
სოფლელი უსაქმურისგან,
თან ქართველობისა და ჯიგრული პონტის სახელით..
პ.ს. საქმის დეტალებში ისაა ცნობილი,
რომ ემიგრანტი ბიჭი,
სამშობლოში დაბრუნდა,
მანქანის გადასწრებაზე დაწყებული კონფლიქტის გამო
კი გულში ტყვია მიიღო,
გუშინ მოკლეს და ვენახებში დააგდეს,
დღეს იპოვეს მხოლოდ..
დანარჩენი არის ამბავი,
როგორ ვხედავ ემიგრანტების როლს
და ბირჟაზე დარჩენილი
უსაქმურების..
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს..
გული გაგისკდება
ისეთი კარგი ბავშვები და ოჯახი დარჩა ობლად
და რის გამო ხალხო,
რის?!
ესაა ის ქართველობა,
ჩვენი წინაპრები თავს რომ სწირავდნენ?!




