ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე კვარაცხელია: "პოლიციამ არ დაგვიჭიროს" - ერთი ეუბნება მეორეს. მე არ ვიცი, ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს სისტემას, ეკლესიას, ქვეყანას

სალომე კვარაცხელია: "პოლიციამ არ დაგვიჭიროს" - ერთი ეუბნება მეორეს. მე არ ვიცი, ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს სისტემას, ეკლესიას, ქვეყანას
ექიმი- რეზიდენტი სალომე კვარაცხელია:
"პოლიციამ არ დაგვიჭიროს" - ერთი ეუბნება მეორეს.
მე არ ვიცი, ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს სისტემას, ეკლესიას, ქვეყანას.
დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ, გიორგობადღეს დაგვლოცეთო. გაოგნდებით და არავინ გამოეხმაურა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.
შემდეგ სიონში გადაინაცვლეს და იქ გაისმა ეს ფრაზა ბავშვის პირიდან.
მათეს სახარება, თავი მე-18
,,1. მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?
2. და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა
3. და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა.
4. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა.
5. და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს".
ნეტავ, საპატრიარქოში რომელ სახარებას მისდევენ?
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.