პაპუაშვილი: ეს ინიციატივა რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერმინისტრს აჩვენებს ერთ რამეს, რომ…

“ეს ინიციატივა რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერმინისტრს აჩვენებს ერთ რამეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო განწირულია მარცხისთვის. შეგახსენებთ, რომ თავად პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი და მოუწია მისვლა ირაკლი კობახიძესთან და მასთან საუბარი.
ასე რომ, ვფიქრობ რომ ეს თავად მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედია, ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ გამოაქვს, ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები კარ შედეგს არ მოუტანს” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
“შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც მონაწილეობდნენ”, – წერს  მთავრობის ადმინისტრაცია.