კახა ჯაფარიძე: გამოდის, რომ რუსეთის იმპერიამ საქართველოს შრომისუნარიანი და გენოფონდის მატარებელი მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობა საზარბაზნე ხორცად გაწირა ომში (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
გუშინწინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგი ჩაატარა. ბრიფინგზე პირდაპირ ლაივში ჩაერთო საქართველოს
გამყიდველი, მოღალატე და კიდევ ბევრი სხვა (სრულიად დამსახურებული) სიტყვით მოსახსენიებელი ნიკოლოზ მჟავანაძე. სუბტიტრებით თავადაც ნახავთ, თუ
რაზე ისაუბრეს.
მოკლედ რომ ვთქვა, ორივემ სიამაყით აღნიშნა, რომ თურმე საქართველოსა და რუსეთს “დიადი საერთო წარსული” აქვთ. ზახაროვამ ტრაბახით თქვა, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა საქართველოში სულ 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ფრონტზე 700 000
გაიწვიესო.
რომ გავიაზროთ რა ჯოჯოხეთზე საუბრობენ, 700 000 კაცი ნიშნავს იმდროინდელი მოსახლეობის ზუსტად 20%-ს. ანუ, ფრონტზე გაუშვეს ყოველი მეხუთე ადამიანი. თუ ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს გამოვაკლებთ, გამოდის, რომ რუსეთის იმპერიამ საქართველოს შრომისუნარიანი და გენოფონდის მატარებელი მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობა საზარბაზნე ხორცად გაწირა ომში.
აქედან ნახევარი, 300 000-ზე მეტი ქართველი ბიჭი შინ აღარ დაბრუნებულა.
საქართველომ, რომლის ტერიტორიაზეც ერთი ტყვიაც არ გავარდნილა, საერთო მოსახლეობის თითქმის 10% დაკარგა. პროცენტულად ეს უფრო მეტია, ვიდრე დამარცხებულმა ფაშისტურმა გერმანიამ დაკარგა (9-11%), რომელსაც წლების განმავლობაში თავზე ბომბები აცვიოდა.
ეს გაგვიკეთა რუსეთმა, პირდაპირ შეჭამა და გაანადგურა ჩვენი ერის სული და გენეტიკა.
და ამის ფონზე, მოღალატე და გამყიდველი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც ქართველი მხოლოდ სახელით და გვარით არის, სულით კიდევ რუსი, მარია ზახაროვასთან ლაპარაკისას ლამის ორგაზმს განიცდის სიხარულისგან. სამწუხაროდ, ზუსტად ისე, მონური აღტაცებით როგორც ქართველების ის ნაწილი, ვისთვისაც ერის ამოწყვეტა და რუსულ ორმოში ჩაყრა საამაყო „საერთო ისტორიაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების