გოჩა მირცხულავა: ათიოდე წლის წინ, ილია მეორეს გადადგომას რომ ითხოვდა “ბიზნესმენი ტიპი” და ამაზე აღშფოთებული იყავით, მაგ ტიპი ეს დღეებია ახალ, სასურველ კანდიდატად შიოს გისახელებთ და …

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
გუშინ დავწერე. დღეს, ფორმულაზეც ვთქვი და შევეცადე დეტალებში არ შევსულიყავი. მაგრამ ახლა კითხვას დაგისვამთ სინოდის ცალკეულ წევრს, ეკლესიაზე და ილია მეორეზე თავგადაკლულ ზოგიერთ პერსონას: ათიოდე წლის წინ, ილია მეორეს გადადგომას რომ ითხოვდა “ბიზნესმენი ტიპი” და ამაზე აღშფოთებული იყავით, მაგ ტიპი ეს დღეებია ახალ, სასურველ კანდიდატად შიოს გისახელებთ და თან დასძენს – ოღონდ მეუფე გრიგოლი არაო, თქვენ კიდევ “გუგულებივით” უსმენთ, ნამუსიანი საქციელია?
ვენაცვალე ჯანში, ფულიდანაც გადაგადოთ და საქმეც გაგაკეთებინათ.
ისე მოღალატეები არავის უყვარს და თქვენს ბებერ თავებს ვნახავ მალე დაგორებულს. მიზეზი უამრავი არსებობს….