„ცნობილი ხდება მამუკა მდინარაძის გათავისუფლების რეალური მიზეზი“ – გოჩა მირცხულავა

36
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა მაუკა მდინარაძის სუს-ის შეფობიდან გადაყენებას სარკაზმით ეხმაურება:
„ცნობილი ხდება მამუკა მდინარაძის გათავისუფლების რეალური მიზეზი. ობიექტური ვიქნები, მეც არ ველოდი და შემშურდა….
ბატონი მდინარაძე, სახელმწიფო მინისტრის რანგშ,ი კონსულტაციებს გაუწევს -ს პრეზიდენტს დონალ ტრამპს, თუ როგორ მოიპოვოს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში – Presidential Medal of Freedom და Medal of Honor. ასევ,ე იგი იქნება საკონტაქტო პირი ემანუელ მაკრონთან, რომ -ის პრეზიდენტმა მიიღოს საპატიო ლეგიონის ორდენი (აქ საკუთარ ძალისხმევას, როგორც ამ ორდენის კავალერი – ბატონი ივანიშვილის გასწევს). და ყველაზე მთავარი, ბატონი მდინარაძე, ლობისტის რანგში, იმუშავებს ნობელის პრემიის კომიტეტთან, ბატონი ტრამპისთვის ამ პრემიის მინიჭების საკითხში.
აბა, რა გეგონათ? ჰო და გასკდით შურზე.
გილოცავთ ბატონო მამუკა.“