თამო კეშელავა: რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
კობახიძემ, 10 კვერცხს გაყიდინებთ 4,6 ლარად და ხორცს 20 ლარად კილოსო, ოკეია, კი, გვაყიდინებს, ოღონდ, დაგინებულია, ვინც მერე ამ ფასად ნაყიდი არ ჭამოს!
რეალურად, ბაზარზე არის პროდუქტი ამ ფასად – კვერცხი ბოლო კატეგორიის, პაწუა, მე არ გამისინჯავს, მაგრამ ვინც სინჯა, მოხარშვაც კი ჭირს.
ყველი ქვია რაღაცას, ვეცდები მერე ფოტოც გადავუღო, რაღაცა სითხეში ტივტივებს რაღაცა მასა და იყიდებოდა 10 ლარად კილო. ეგაც დაგინებულია, რომ ჭამოს.
აბა, რა გგონიათ, ეს ხალხი, ვისაც ათასი ლარიც კი არ აქვს ხელფასი – რას ჭამს?
სწორედ ესაა მთავარი დანაშაული, – ღატაკი ადამიანების უმრავლესობა იძულებული, და გადასარჩენად საზიზღრობებს ჭამს, თან ეს ის ხალხია, ვისაც არ აქვს პრევენციული კვლევების ფული, ვისაც პრევენციული კი არა, გადაუდებელი კვლევებისაც არ აქვს, ვისაც არ აქვს თმის საღებავის და სტომატოლოგის ფული, ვისაც ეგ ბოლო 20 ლარი აქვს, რომ პური რომ ქვია, რაღაცას, ნახევრად როა შეფუთული, თითქოს მეორე ნახევარი რომ დაბინძურდეს, რა უჭირს, ის იყიდოს და ყურადღებით იყოს, ემანდ თმა ეგდება შიგნით, თუ ტარაკანა გამოხოხდება, მერე ეგ ხორცი, გაყინული, ან გაურკვეველი წარმომავლობის, მერე ეგ კვერცხი, რომ ვერ ვადგენთ რისია.
მისი 20 ლარი ამით მთავრდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყიდა ის, რაც ვნებს, წამლავს ნელ–ნელა, ორგანიზმს უნგრევს.
რა გგონიათ, რატომ მომრავლდა, აბა, ამდენი დაავადება, ამდენი გვიანი დიაგნოსტიკა და ფატალური შედეგი?
მერე ეს ადამიანები ჩართავენ ტელევიზორს და დაარიგებენ სახელისუფლებო არხები, როგორ იკვებოს ჯანსაღად.
აბა, არ იცის, ნწ, ნწ, არ იცის, ნაღდი ყველის გემო და იმიტომ იყიდა ეს საზიზღრობა, თორემ, განა ფული არ აქვს.
რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია?
მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს, არ იცის, ეტყობა, რომ არსებობს?
გამოვიდეს კობახიძე რუსთაველზე, იქვე ვუყიდით მაგ ნაგავს, იქვე მოვუმზადებთ და ჭამოს, აბა, თუ გარისკავს!
ერთი დღე რომ იცხოვრონ ისე, როგორც ამ ქვეყნის უმრავლესობა ცხოვრობს, იმასაც ვერ გარისკავენ, იმასაც ვერ გაძლებენ!