თამო კეშელავა: ნუ დაახრიგინებთ ამ ვალუტის ჯიხურს, თქვენი ჭირიმე უაზროდ ყველა პოსტში და ინტერვიუში

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
საფრანგეთში ღორის ხორცის ფასი იწყება 3.5 ცალი იქაური ფულიდან, ყველაზე დაბალი პენსია, სულ რომ არ უმუშავია ისეთისთვის არის 1240 ცალი იქაური ფული.
ანუ, იქაურ პენსიონერს შეუძლია თვეში იყიდოს 354 კილო ღორის ხორცი.
ქართველმა პენსიონერმა ეგ ოდენოდა რომ იყიდოს აქ, 20 ცალ აქაურ ფულად კილო, პენსია უნდა ჰქონდეს 7080 ცალი აქაური ფული.
კაი, იყოს 7 ათასი, იკუშ.
იყოს 7 ათასი პენსია, და მერე ვილაპარაკოთ ფასებზე.
აბა, 20 ლარიც რომ ღირდეს ხორცი, რა ჯანდაბა გიხარიათ? დავუშვათ და მართლა 20 ლარიც რომ ღირდეს, რა გიხარიათ?
და ნუ დაახრიგინებთ ამ ვალუტის ჯიხურს, თქვენი ჭირიმე უაზროდ ყველა პოსტში და ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი