თიკო ერაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლის ოჯახში 10 ლარიან ხორცს არ ჭამენ, მითუმეტეს ბიძინას ოჯახში. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ნახევარი კილო ხორცი საერთოდ რომელ ოჯახს ყოფნის?

ჟურნალისტი თიკო ერაძე:

ამ სქრინს იმიტომ არ ვდებ, რომ ხორცს უფრო იაფად ვერ იყიდი თბილისში. არა, შესაძლებელია იფრო იაფად ყიდვაც, მაგრამ ყველგან, სადაც დამუშავების, შენახვის, შემოწმების პირობები არის დაცული და სადაც ნორმალური ხარისხია ასეთი ფასებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლის ოჯახში 10 ლარიან ხორცს არ ჭამენ, მითუმეტეს ბიძინას ოჯახში. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ნახევარი კილო ხორცი საერთოდ რომელ ოჯახს ყოფნის? საერთოდ ნანახი აქვს რამდენია ნახევარი კილო ხორცი?