პეტერ მადიარი: ორბანთან დაკავშირებული ოლიგარქები ათობით მილიარდ ფორინტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, -ში, ურუგვაისა და სხვა შორეულ ქვეყნებში რიცხავენ

“ორბანთან დაკავშირებული ოლიგარქები ათობით მილიარდ ფორინტს [ფულის ერთეული უნგრეთში] არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, -ში, ურუგვაისა და სხვა შორეულ ქვეყნებში რიცხავენ.
ჩემთვის ცნობილია, რომ უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო ეროვნულმა ადმინისტრაციამ [NAV], ბანკების შეტყობინებების საფუძველზე, ფულის გათეთრების ეჭვით შეაჩერა ანტალ როგანის წრესთან დაკავშირებული რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია. მოვუწოდებ NAV-ის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ გაყინონ ეს მოპარული თანხები.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გენერალურ პროკურორს, ეროვნული პოლიციის უფროსსა და NAV-ის ხელმძღვანელს — დააკავონ დამნაშავეები, რომლებმაც უნგრელ ხალხს ათასობით მილიარდი ფორინტის ზიანი მიაყენეს და არ მისცენ მათ გაქცევის საშუალება, TISZA-ს მთავრობის ჩამოყალიბებამდე, იმ ქვეყნებში, საიდანაც ექსტრადიცია ამჟამად შეუძლებელია.
ასევე ვიცი, რომ ორბანთან დაკავშირებულმა ოლიგარქებმა დაიწყეს TV2-ისა და სხვა მედიასაშუალებების საბაზროზე დაბალ ფასად გაყიდვა, მათ შორის როგანთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ფლაგმანის, Lounge Event Kft-ის.
მოვუწოდებ პასუხისმგებლიან შიდა და საერთაშორისო ინვესტორებს, თავი შეიკავონ მაფიასთან დაკავშირებული აქტივების შეძენისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება საქმე დაიჭირონ აქტივების აღდგენისა და დაცვის ეროვნულ ოფისთან.
ასევე მივიღე ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოლიგარქის ოჯახმა უკვე დატოვა ქვეყანა, მესაროშების ოჯახი კი უახლოეს დღეებში დუბაიში გამგზავრებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე გავლენიანმა ოლიგარქმა შვილები სკოლებიდან უკვე გამოიყვანა და გამგზავრებისთვის სანდო დაცვის თანამშრომლებს ამზადებენ” – წერს სოციალურ ქსელში უნგრეთის მომავალი პრემიერმინისტრი, პეტერ მადიარი.