გია ჯაფარიძე – ოპოზიციურ ფლანგზე ნამდვილად არ ჩანს საუკეთესო სურათი – ერთმანეთში თუ გვექნება კინკლაობა და ქიშპობა, რუსეთს და ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ

დიპლომატი გია ჯაფარიძე აცხადებს, ძლიერი და ფინანსურად გავლენიანი მოწინააღმდეგის პირობებში, ოპოზიციამ მეტი გონივრულობა უნდა გამოიჩინოს და დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობაზე გადავიდეს.

როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ერთიანობა და კოორდინაცია.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება და უთანხმოება ხელს უშლის საერთო მიზნის მიღწევას.

„ოპოზიციურ ფლანგზე ნამდვილად არ ჩანს საუკეთესო სურათი. რასაც მე ვხედავ ეს არ არის სასურველი სურათი, არ არის ლამაზი სურათი და არ მგონია, ეს იყო ის სურათი, რომლის დანახვაც პოლიტიკურ პარტიებს სურთ, რომ დაინახონ საპატიმროებიდან. არ არის სურათი, რომელიც შეიძლება სურდეს იმ ამომრჩეველს, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებით გადაწყვიტა, რომ მმართველობა სხვა პოლიტიკური ძალებისთვის მიეცა და არა „ქართული ოცნებისთვის“.

თუ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ქვეყანა სწორი გზით არ მიდის, მით უმეტეს, თუ მიგვაჩნია, რომ საქართველოში არის პირდაპირი რუსული მმართველობა, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. თუ ვთანხმდებით, რომ ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე არის  და , მაშინ ერთმანეთში თუ გვექნება კინკლაობა და ქიშპობა, ასე რუსეთს და ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. გერბზე აწერია – „ძალა ერთობაშია“, სკოლებში ბავშვებს იმას ვასწავლით, რომ ძლიერები ვიყავით მაშინ, როდესაც ერთად ვიყავით და სწორედ მაშინ უჭირდა მტერს ჩვენი დამარცხება. როდესაც ძლიერი და დიდი ფინანსების მქონე მტერი გვყავს, მაშინ მეტი კეთილგონიერება უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.