რუსეთის მონაწილეობის შემთხვევაში ლატვია ვენეციის ბიენალეს ბოიკოტს გამოუცხადებს, ევროკავშირი კი დაფინანსების შეწყვეტას აპირებს | ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს და წერს, რომ მანამდე ლატვიის კულტურის სამინისტრომ მოამზადა ერთობლივი განცხადება, რომელიც ვენეციის ბიენალედან რუსეთის გარიცხვას მოითხოვდა. განცხადებას ხელი 25-მა ქვეყანამ მოაწერა. მაშინ სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მონაწილეობის უფლების მიცემა მას „ლეგიტიმაციას მიანიჭებდა მნიშვნელოვანი ევროპული კულტურული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ევროპული ფონდებიდან ფინანსდება“




