ღირსება, კაცობა, შეგნება, მუნდირის პატივისცემა.
უკრაინის საპატრულო პოლიციის უფროსი ევგენი ჟუკოვი გადადგა, რადგან გუშინ კიევში ტერაქტის დროს ორმა პოლიციელმა მოქალაქეები დამნაშავის პირისპირ დატოვეს, შედეგად ისინი მოკლეს და თავად კი გაიქცენენ.
ჟუკოვმა ბრიფინგზე თქვა რომ მან დაწერა პატაკი გადადგომის შესახებ, რადგან მისი აზრით ამას სამართლიანობა მოითხოვს. გენერალმა ჟუკოვმა მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციელების საქციელს სამარცხვინო უწოდა, რადგან მათ არ შეასრულეს ვალდებულებები და არ დაიცვეს უკრაინელები.
და იცით საერთოდ ვინ არის ევგენი ჟუკოვი? გგონიათ ვინმემ მოსთხოვა გადადგომა? ან რომ არ გადამდგარიყო, ვინმე გააკრიტიკებდა მას?
არა. გენერალი ევგენი ჟუკოვი, საძახისით “მარშალი”, პოლიციის უფროსობამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, არის ომის ვეტერანი და დონეცკის აეროპორტისთვის გმირული, ლეგენდარული ბრძოლების ერთ-ერთი “კიბორგი”. აქვს არა ერთი სახელმწიფო ჯილდო სიმამაცისა და თავდადებისთვის, მათ შორის ბოდგან ხმელინცკის ორდენი და უკრაინის სახალხო გმირის წოდება.
არა, ამ კაცს ვერავინ მოსთხოვდა პასუხს, ვერავინ ეტყოდა დატოვე თანამდებობა, შენი პირდაპირი პასუხისმგებლობა იკვეთებაო. ალბათ მართლაც ასეა. თუმცა, მებრძოლის შინაგანმა ღირსებამ, დადებულმა ფიცმა – ემსახუროს და დაიცვას უკრაინის მოქალაქეები, მაღალმა სამოქალაქო და პროფესიულმა პასუხისმგებლობამ სხვა გზა არ დაუტოვა.
და კი, ამ მასშტაბის პასუხისმგებლობის სტანდარტს დებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ომში მყოფი ქვეყნის პოლიციის უფროსი.
ახლა კი გაიხსენეთ, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი (სხვა პერიოდებიც), თავად მოძალადე შსს-ს თანამშრომლებისგან ვინმემ აიღო საკუთარი ინიციატივით პასუხისმგებლობა? ვინმე გადააყენეს? ვინმე დასაჯეს?
Честь! 




