საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა

6
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარედგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს. საჩივარი გაგზავნილია 4 მომჩივნის სახელით. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ მათ მიმართ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა.
გარდა ამისა, საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, არამედ, ეს არის ძალაუფლების სასტიკი ბოროტად გამოყენება, რომელიც მიმართული იყო პრო-ევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საჩივრის სტრატეგიია, სასამართლომ დაინახოს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს, არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური გადაცდომა ან არასათანადოდ ჩატარებული აქციის დაშლის ოპერაცია, არამედ, აქციის დარბევა იყო ორგანიზებული ძალადობა და საწყისი ათვლის ნიშნული იმ მწვავე ადამიანის უფლებების კრიზისისა.
ვრცლად ნახეთ აქ.