დიმიტრი შაშკინი: მადლობა ტვ იმედს რეკლამისთვის და “მაკლერის” როლის შესრულებისთვის, თუმცა 3%-ს არ გადაგიხდით რადგან კონტრაქტი არ გაგვიფორმებია

ყოფილი მაღალჩინოსანი დიმიტრი შაშკინი:
1. მადლობა ტვ იმედს რეკლამისთვის და “მაკლერის” როლის შესრულებისთვის, თუმცა 3%-ს არ გადაგიხდით რადგან კონტრაქტი არ გაგვიფორმებია 😅 ასევე მადლობა ნიკა ჯაფარიძის ნახატების გაპიარებისთვის 😂
2. ⁠სახლი, რომელსაც ვყიდი არის ჩემი ოჯახის ერთადერთი უძრავი საკუთრება და აშენდა 2003 წელს (მე სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობა 2009 წელს დავიწყე). ამ სახლის ასაშენებლად მე გავყიდე ჩემი ბინა, მეუღლის სახლი, საცხობი და მაღაზია. შეგნებულად არ ვამბობ, რომ მამა დამეხმარა, რადგან ასეთი დახმარება “გააფარჩაკეს” თქვენმა მინისტრებმა და დეპუტატებმა, თუმცა მამაჩემი იყო მსოფლიო ჩემპიონი წყალბურთში და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და ყოველთვის მეხმარებოდა, ისევე როგორც მე ვეხმარები ჩემს შვილებს.
3. ⁠2009 წლიდან (სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობის დაწყების შემდეგ), არანაირი უძრავი ქონება და ბიზნესი არ შემიძენია (საჯარო რეესტრში შეიძლება გადამოწმება) , თქვენი მინისტრებისგან განსხვავებით.
4. ⁠სად ვიმუშავებ თქვენი საქმე ნამდვილად არაა. ბოლოს როცა საქართველოში დავინიშნე ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, თქვენმა განათლების მინისტრმა, ჯეჯელავამ, ულტიმატუმი წაუყენა უნივერსიტეტს, ან გააგდებთ ან დავხურავ უნივერსიტეტსო…
5. ⁠ცოტნე გეგეჭკორი ჩემთან სახლში შემოვიდა “ქრისტე აღდგა!” სიტყვებით და მიყვებოდა თავის დედიკოზე, რომელსაც უჭირს სიარული , რა თქმა უნდა ვიცოდი რომ მწერდა 😂 მაგრამ ძალიან მაინტერესებდა სცენარი. ეხლა გავიგე რომ “მაკლერობა” დაუწყია იმედს 😂 სანქციები ეტყობა მტკივნეულია…