საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi-ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ,- აცხადებს „არქი გრუპის“დამფუძნებელი ილია წულაია.
იგი „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ვქმნით ლენდმარკს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს და საქართველოს მსოფლიო რუკაზე ახალ სიმაღლეზე აიყვანს. „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში”, – აცხადებს წულაია.



