5
წაკითხვა
The Trump Organization-თან თანამშრომლობით, კომპანიები Biograpi Living, “არქი ჯგუფი”, The Sapir Organization, Blox და Finvest Georgia პროექტ Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას აანონსებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Trump Organization ავრცელებს.
მათი ცნობით, დაგეგმილია, რომ ცათამბჯენი ცენტრალურ პარკთან (ყოფილი იპოდრომი) ახლოს უნდა აშენდეს და დაახლოებით 70-სართულიანი უნდა იყოს და, რითაც ის საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.
“ტრამპ თაუერი თბილისი” მრავალფუნქციური დანიშნულების ცენტრი იქნება, სადაც განთავსდება მდიდრული რეზიდენციები, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტები, მსოფლიო დონის რესტორნები და სხვა ობიექტები. პროექტი The Trump Organization-ის გლობალური გაფართოების ნაწილია, რომლის სათავო ოფისი ფლორიდაში, პალმ-ბიჩში მდებარეობს.
“ტრამპის სახელი მსოფლიოში ყველაზე მდიდრული უძრავი ქონების სინონიმი და Trump Tower Tbilisi ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში ჩამოგვაქვს ექსკლუზიურობის ეს გლობალურად აღიარებული სტანდარტი და მოხარულები ვართ ასეთ პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან თანამშრომლობით”, — განაცხადა The Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა ერიკ ტრამპმა.
ვინ აშენებს Trump Tower Tbilis-ს?
როგორც ტრამპის ორგანიზაცია წერს, შენობის დიზაინზე მსოფლიოში უმსხვილესი არქიტექტურული ფირმა Gensler მუშაობს და მას მხარს უჭერს ქართული კონსორციუმი, რომელშიც შედიან კომპანიები “არქი ჯგუფი” (Archi Group) და ბიოგრაფი (Biograpi Living). პროექტში მონაწილეობენ ასევე ქართველი ბიზნესმენები: ლაშა კვაჭაძე (BLOX Group-ის დამფუძნებელი) და ლაშა მელაძე (Finvest Georgia-ს დამფუძნებელი).
“ბიოგრაფი ლივინგი” ბიზნესმენი ძმების ფხაკაძეების “ვისოლ ჯგუფის” ნაწილია. როგორც სოსო ფხაკაძე სოციალურ პლატფორმა LinkedIn-ზე წერს, “ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში”.
“Trump Tower Tbilisi ჩვენთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცალკე აღებული დეველოპერული პროექტი — ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში.ჩვენს პარტნიორთან, “არქისთან” ერთად გვჯერა, რომ თბილისი იმსახურებს იმავე ხარისხის არქიტექტურასა და ცხოვრების სტანდარტს, რასაც ნიუ-იორკი, მაიამი თუ დუბაი სთავაზობენ საკუთარ მოქალაქეებსა და სტუმრებს — და ეს პროექტი სწორედ ამ რწმენის მატერიალიზებაა”, წერს სოსო ფხაკაძე.
“არქის” დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ბიზნესმენი ილია წულაია, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი იყო. მისი თქმით, ქმნიან “ისტორიულ პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს და საქართველოს მსოფლიო რუკაზე ახალ სიმაღლეზე აიყვანს”
“საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi-ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ — ვქმნით ისტორიულ პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს და საქართველოს მსოფლიო რუკაზე ახალ სიმაღლეზე აიყვანს. არქი ამაყობს, რომ ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში”, — აცხადებს “არქი ჯგუფის” დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია “არქის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტში ქართულ კონსორციუმთან ერთად ამერიკული დეველოპერი Sapir Organization-იც მიღებს მონაწილეობას, რომელიც ქართველი ებრაელის თამირ საპირის (თემურ სეფიაშვილი) მიერაა დაფუძნებული.
როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Sapir Organization-ის ისტორია კლასიკური “ამერიკული ოცნების” რეალური განსახიერებაა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან წამოსულმა თამირ საპირმა (თემურ სეფიაშვილმა) დაიწყო, დღეს კი მისმა შვილმა, ალექს საპირმა, სრულიად ახალ, არქიტექტურულ და კულტურულ საფეხურზე აიყვანა.
დონალდ ტრამპი, თამირ საპირი და ალექს საპირი
1973 წელს, თამირ საპირმა ებრაული ემიგრაციის ტალღით საბჭოთა კავშირი დატოვა და ისრაელის გავლით აშშ-ში დასახლდა. მისი პირველი წარმატებული ნაბიჯები ნიუ-იორკში ტაქსის ლიცენზიის (medallion) შეძენასა და დაგირავებას უკავშირდებოდა, რამაც მას მეხუთე ავენიუზე ელექტრო ტექნიკის მაღაზიის გახსნის საშუალება მისცა. ეს მაღაზია მალე იქცა რუსულენოვანი თემისა და საბჭოთა დელეგაციების საკულტო შეხვედრის ადგილად. სწორედ ამ კავშირების წყალობით, 1985 წელს იგი აშშ-სსრკ-ის სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს დელეგაციაში მოხვდა, რამაც გზა გაუხსნა ნავთობის ბიზნესისკენ და საპირი რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ უცხოელ პარტნიორად აქცია.
90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მანჰეტენის უძრავი ქონების ბაზარი კრიზისს განიცდიდა, თამირ საპირმა ნავთობიდან მიღებული კაპიტალით რისკიანი, მაგრამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და შენობებში ინვესტიციის ჩადება დაიწყო. ამგვარად მან შექმნა ნიუ-იორკის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პორტფოლიო, რომლის ნაწილია არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენი 11 Madison Avenue (სადაც დღეს Sony და Eleven Madison Park მდებარეობს) და მასშტაბური 2 Broadway.
დღეს კომპანიას ალექს საპირი ხელმძღვანელობს, რომელმაც მამის მემკვიდრეობა თანამედროვე ფუფუნების საგნად აქცია. მის სახელს უკავშირდება მაიამის საცხოვრებელი კომპლექსი Arte Surfside და მანჰეტენის ცენტრში მდებარე ცნობილი სასტუმრო Nomo Soho. ბიზნესის მიღმა, საპირების ოჯახი მუდმივად ეწეოდა ქველმოქმედებას: თამირ საპირი, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დამცველი, აქტიურად ეხმარებოდა ემიგრანტებს და აფინანსებდა სინაგოგების მშენებლობას ქუინსში, ისრაელსა და მოსკოვში. მისი ღვაწლი 2000 წელს Ellis Island Medal of Honor-ითაც დაფასდა.
Reuters-ის ინფორმაციით, იანვარში ტრამპის საოჯახო ბიზნესმა, რომელიც ცნობილია როგორც The Trump Organization, გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის ინვესტიციები, აქტივები და ბიზნეს ინტერესები მის შვილებს ნდობით საკუთრებაში გადაეცემოდა, თავად კი ყოველდღიურ ოპერაციებსა თუ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა. როგორც ბენეფიციარს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ საწარმოებიდან მიღებულ შემოსავლებზე წვდომა თანამდებობის დატოვების შემდეგ ექნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში Trump-ის ბრენდის პროექტზე საუბარი 2012 წელს დაიწყო, მაგრამ მაშინ მისი განხორციელება ვერ მოხდა.
კომენტარები
გადახედვა
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
12 წუთის წინ
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს?
18 წუთის წინ
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს?
გადახედვა
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
40 წუთის წინ
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
2 საათის წინ
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
გადახედვა
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
2 საათის წინ
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
2 საათის წინ
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
გადახედვა
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
2 საათის წინ
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
გადახედვა
ჩინეთში დისიდენტი ხელოვანი მაო ძედუნის სატირული ქანდაკებების გამო გაასამართლეს
3 საათის წინ
ჩინეთში დისიდენტი ხელოვანი მაო ძედუნის სატირული ქანდაკებების გამო გაასამართლეს
გადახედვა
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ასაკრძალი პარტიების სიას “ფედერალისტებიც” დაემატება
3 საათის წინ
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ასაკრძალი პარტიების სიას “ფედერალისტებიც” დაემატება
გადახედვა
ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ
4 საათის წინ
ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ
გადახედვა
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ, რომ შემოგვიერთდეთ ყოველ ორშაბათს 17:00-ზე სახელმწიფო კანცელარიის წინ
5 საათის წინ
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მოგმართავთ, რომ შემოგვიერთდეთ ყოველ ორშაბათს 17:00-ზე სახელმწიფო კანცელარიის წინ
გადახედვა
დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში
5 საათის წინ
დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის ფილმები ერთმანეთს შეადარა და გაგვიმხილა, რომელია სიის ბოლოში
გადახედვა
შალვა პაპუაშვილი: Trump Tower წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს
5 საათის წინ
შალვა პაპუაშვილი: Trump Tower წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს
გადახედვა
14 წლის გოგოს ცხედრის მანქანაში პოვნიდან 7 თვის თავზე ბრალს წაუყენებენ მომღერალ d4vd-ს
5 საათის წინ
14 წლის გოგოს ცხედრის მანქანაში პოვნიდან 7 თვის თავზე ბრალს წაუყენებენ მომღერალ d4vd-ს
გადახედვა
გიორგი ვაშაძე: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება
5 საათის წინ
გიორგი ვაშაძე: 10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება
იმედი L-მა ავტოგაქირავების სექტორთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო
5 საათის წინ
იმედი L-მა ავტოგაქირავების სექტორთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო
გადახედვა
ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი
5 საათის წინ
ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი
გადახედვა
უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია. ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ
5 საათის წინ
უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია. ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს მისცენ
გადახედვა
ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო.
6 საათის წინ
ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო.
გადახედვა
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) საცხოვრებელი სახლიდან გვიან ღამით გამოასვენეს
6 საათის წინ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) საცხოვრებელი სახლიდან გვიან ღამით გამოასვენეს
გადახედვა
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს
6 საათის წინ
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს
კვირის ტოპ-5
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს370 ნახვა
თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა292 ნახვა
პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება277 ნახვა
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც “ოცნების” ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა272 ნახვა
IPN: სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია229 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
გადახედვა
Sci-Tech
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
გართობა
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
საზოგადოება
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
საზოგადოება
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
ეკონომიკა
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
ახლა კითხულობენ
გადახედვა
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
17 აპრილი, 13:02
ესპანელმა რეჟისორმა, პედრო ალმოდოვარმა, ჯეიკობ ელორდის სამსახიობო კარიერაზე ისაუბრა. ალმოდოვარის თქმით, კითხვის ნიშანს…
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში