ილუსტრატორი დათო სიმონია:
2024-ის ნოემბერის აქციაზე დათო ოქრუაშვილი სპეცრაზმმა კასტეტებით ცემა. გაუტეხეს თვალის ბუდე ცხვირი და ძვალი საფეთქელთან. ერთ სპეცრაზმელს ეჭირა, დანარჩენები ურტყამდნენ. ნაცემი დააპატიმრეს. სახის ჩამოსაბანად იზოლატორის ტუალეტში რომ შევიდა, ოთახი სავსე იყო სხვების სისხლით და სისხლიანი ხელსახოცებით. ოპერაცია დასჭირდა. პალატაში აღმოჩნდა ბიჭთან ერთად, რომელიც ასევე აქციაზე იყო დაზიანებული. იმ ბიჭს ერეკლე ერქვა.
ეს სამი – ჩემი თვალით ვინც მინახავს და ვიცნობ. სახალხო დამცველის მიხედვით, 2024-ის აქციებზე დაახლოებით 190 მსგავსი შემთხვევა მოხდა. ზოგი იმდენად მძიმეა, არ საჯაროვდება. ყველა გამოუძიებელია. ვისაც უნდა გამოეძიებინა – სპეციალური საგამოძიებო სამსახური – 2025-ში გააუქმეს. ძალადობის დამკვეთები დღემდე ძალაუფლებაში არიან და ვითომ გმობენ ძალადობას. შემსრულებლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს და თავისუფლად გადაადგილდებიან.
დათო, ერეკლე და ალექსი პროტესტს აგრძელებენ. აგრძელებს ხალხიც იმიტომ, რომ მათ ახსოვთ თუნდაც დათო, ერეკლე და ალექსი.




