აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე

არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე. ბოლო თვეების განმავლობაში, კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ემოცია, ამ შემთხვევაში, როგორც ხელმძღვანელის პოზიციიდან, ჩემი თანამშრომლის და ნებისმიერი სამართალდამცველის დაცვის ინსტინქტი კიდევ უფრო მძაფრად მაქვს, მქონდა და ყოველთვის მექნება, მაგრამ, როდესაც აშკარა დანაშაულს სჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევის და დამნაშავის მიმართ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.
მან კონკრეტული მაგალითის სახით მოიყვანა 2024 წლის აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან გამოვლენილი გადაცდომების შემთხვევები და პირობა დადო, რომ ასეთი ქმედებების პრევენცია მოხდება და მსგავსი საკითხებით უფრო მეტად დაინტერესდება.
“შეგვიძლია კადრები გავიხსენოთ, მათ შორის [2024 წლის მოვლენები], რომელიც ამ დღეებში გააქტუალურდა. ბევრი გვიფიქრია ამ თემებზე, ბევრი გვილაპარაკია და რომ არ დაგიმალოთ, ბევრი გვინერვიულია კიდევაც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი. როდესაც ჟურნალისტს, როგორიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს – რა მნიშვნელობა აქვს, ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს, ზუსტად ასე მილაპარაკია, მაგრამ ახლა, ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხებით, უფრო მეტად დავინტერესდეთ, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე, როდესაც ჩემი კომპეტენცია მექნება და უფლებამოსილებაში შევალ, როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის,” -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება