მზექალა შანიძე: გაუთავებელი დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი არის ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარება

“ქართული ენა დღეს მწირრესურსიან ენათა შორისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისათვის არ არსებობს საკმარისი ქართულენოვანი ციფრული მონაცემები. თუკი ენა ვერ უპასუხებს ციფრული სამყაროს მოთხოვნებს, მისი გამოყენების სფერო შეიზღუდება.
გაუთავებელი დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი არის ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარება”.
🔖 100 წლის ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე.