“AFG”-ის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი:
გვარამიას მიმართ აგორებული სკანდალი და ოჯახების გულისწყრომა გასაგებია მათი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე. მისი მიზანია არა სტიგმატიზაცია, არამედ იმ მანკიერი პრაქტიკის მხილება, როდესაც პოლიტიკა, მთავრობა ან ოპოზიცია წყვეტს ხალხის მოსმენას. პოლიტიკურ დისკუსიაში
ხშირად იყენებენ სიტყვას “სისტემურ მეტასტაზს” , მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვიღაცას გამიზნული აქვს ონკოპაციენტების დამცირება.
იომეთ მათთან, ვისაც ევალება ასეთი პაციენტების ყურადღება, ქუჩაში გასპროტესტებელი რომ არ გქონდეთ. სწორედ ეს ხელისუფლება ამცირებს, ანადგურებს და უგულვებელყოფს მათ არსებობას ჩვენს ქვეყანაში.
ამ შემოგდებული ინტრიგით, ნუ დაემსგავსებით ტიპიურ “ქოც უმეცრებს” .




