პეტერ მადიარი: საკუთარ ხალხს ემუქრებოდა. ის ბავშვებისა და ხანდაზმული ბებია-ბაბუების შიშში ჩაგდება ცდილობდა. ის აშინებდა უნგრელ ხალხს, რომ თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, უნგრელებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ

“თქვენ, უცხოური პრესის წარმომადგენლებო, აქ არ ცხოვრობთ. თქვენ არ იცით და ვერც გაიგებთ ამ გებელსის ტიპის, ჩრდილოეთ კორეის ტიპის პროპაგანდას, რომელიც რეალურად ისეთი პროპაგანდა იყო, რომელშიც სიმართლის ერთი პატარა ელემენტიც კი არ მოიძებნებოდა. საკუთარ ხალხს ემუქრებოდა. ის ბავშვებისა და ხანდაზმული ბებია-ბაბუების შიშში ჩაგდება ცდილობდა. ის აშინებდა უნგრელ ხალხს, რომ თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, უნგრელებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ – მათ ოჯახის წევრებს წაიყვანდნენ ფრონტზე. ვიქტორ ორბანი ძალიან დაბლა დაეცა, უკიდურესად დაბლა, რათა შეენარჩუნებინა თავისი ძალაუფლება და მოპარული ქონება და ფული.
მსურს გავუგზავნო მკაფიო გზავნილი მთელ მსოფლიოს, რომ უნგრეთში არავის სურს ომი. უნგრეთი დგას მშვიდობის მხარეს. პარტია Tisza-ს მთავრობა იქნება მშვიდობის მთავრობა, განსხვავებით ვიქტორ ორბანისგან, რომელიც ბოლო წლებში არ შეხებია იმ პრობლემებს, რომლებიც უნგრელ ხალხს აწუხებს. მას არ უსაუბრია ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ცხოვრების ღირებულების კრიზისზე, არამედ ერთგვარ ხუთგანზომილებიანი ჭადრაკის თამაშში იყო ჩართული. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მისი მარცხის მიზეზი. ის საუბრობდა რუსეთზე, უკრაინაზე, ირანზე, ირანის შაჰზე, აიათოლაზე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე – შუაღამით რომ გაეღვიძებინათ, იტყოდა, რომ თავად მოიგო ამერიკის და არა დონალდ ტრამპმა. ის ყველაფერზე საუბრობდა, გარდა იმ საკითხებისა და პრობლემებისა, რომლებიც უნგრელ ხალხს ეხებოდა.
და უნგრელმა ხალხმა ამ ყველაფერს “არა” უთხრა. მილიონობით უნგრელმა გუშინ დაამტკიცა, რომ უნგრელი ხალხი თავად წერს საკუთარ ისტორიას და ის არ იწერება მოსკოვში. ჩვენი ისტორია არც ბრიუსელსა ან ვაშინგტონში, არამედ უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე იწერება. მადლობელი ვარ, რომ უნგრელებმა ამის დამტკიცება შეძლეს” – თქვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმა, პეტერ მადიარმა არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით დამარცხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა