ორბანის მარცხი კანონზომიერია! – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი წერს.
როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, 2024 წლის არჩევნებში პრორუსული ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელი იყო, მაგრამ ოპოზიცია საკუთარი ილუზიების და ამბიციების ტყვეობაში ჩარჩა და ერთადერთი შანსი ხელიდან გაუშვა.
“ორბანის მარცხი კანონზომიერია! ევროპა განაგრძობს დემოკრატიულ განახლებას და სტრატეგიულ გაძლიერებას.
პრორუსული ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება ჩვენ 2024 წლის არჩევნებში შეგვეძლო, თუმცა ოპოზიცია მაშინ, საუბედუროდ, საკუთარი ილუზიებისა და ამბიციების ტყვეობაში ჩარჩა და უნიკალური, ერთადერთი შანსი ხელიდან გაუშვა!
მჯერა, ახლა საზოგადოების უმრავლესობა მკაფიოდ აცნობიერებს, რომ ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს!
სწორედ ახლა დგება ეს დრო – ეპოქალური ცვლილებების, კეთილგონივრული, მტკიცე ნაბიჯებისა და ეროვნული თანხმობის გზით დემოკრატიული სამართლიანობისა და სახელმწიფოებრივი წარმატების მოპოვების დიდი, ისტორიული დრო!“ – წერს არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში.




