ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არმაზ ახვლედიანი: ივანიშვილს სურს ალიევის მსგავსი ტიპის ლიდერებს აჩვენოს ვინ არის აქ პატრონი (ვიდეო)

არმაზ ახვლედიანი: ივანიშვილს სურს ალიევის მსგავსი ტიპის ლიდერებს აჩვენოს ვინ არის აქ პატრონი (ვიდეო)

"ჩემი დაკვირვებით, ივანიშვილი ისე მყარად ვეღარ დგას. მას სურს, იმ ტიპის ლიდერებს, როგორიც ალიევია და სხვები, აჩვენოს ვინ არის აქ პატრონი" - ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა განაცხადა და თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ალიევს საკუთარ მოედანზე შეხვდა - "რა უნდოდა იქ პრემიერ-მინისტრის?... პროტოკოლი ამას არ ითვალისწინებს". 

ჩემი დაკვირვებით, ივანიშვილი ისე მყარად ვეღარ დგას. მას სურს, იმ ტიპის ლიდერებს, როგორიც ალიევია და სხვები, აჩვენოს ვინ არის აქ პატრონი. ეს მისთვის მნიშვნელოვანია, ამის დემონსტრირება. ამას, ცხადია, საკუთარ რეზიდენციაში ის ახერხებს. გავითვალისწინოთ, რომ ის შეხვდა [ალიევს] საკუთარ მოედანზე, ფაქტობრივად საკუთარ სახლში, ის იყო იქ მასპინძელი. 

მე სხვა კითხვას დავსვამდი - რა უნდოდა იქ პრემიერ-მინისტრის? - მე რომ ვინმემ მკითხოს, ეს არის ანომალია. რა უნდა პრემიერ-მინისტრს, თუნდაც თქვენ იყოთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. პროტოკოლი ამას არ ითვალისწინებს, არც მინისტრების იქ ყოფნას, არც პრემიერ-მინისტრის იქ ყოფნას, ასეთ შემთხვევაში პროტოკოლი ამას არ ითვალისწინებს," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.