არქივი13 აპრილი, 2026, 01:17
გიგა ბოკერია: ...ვურჩევ მათ, ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ მისგან - ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება

"უნგრეთისთვის უმნიშვნელოვანეს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ, ტისამ გაიმარჯვა.
ვიქტორ ორბანმა აღიარა მარცხი და ტისას ლიდერს, პიტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა.
ივანიშვილის რეჟიმი და მისი პროპაგანდა მრავალი წელია ორბანს ყოველმხრივ სამაგალითო ლიდერად წარმოგვიჩენს.
ამიტომ, ვურჩევ მათ, ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ მისგან - ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება." - წერს ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში.
წინასწარი შედეგებით, უნგრეთის ოპოზიციურ პარტიას, Tisza-ს პარლამენტში სუპერუმრავლესობის, ანუ მანდატების ორი მესამედის, მოსაპოვებლად საკმარისი ხმა აქვს. სუპერუმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში Tisza-ს კონსტიტუციის შეცვლა შეეძლება.
ხმათა ახლანდელი განაწილებით, Tisza-ს 199-კაციან პარლამენტში 138 მანდატი აქვს, მმართველი პარტიის კოალიციას კი - 54. მესამე ადგილს Mi Hazank იკავებს - 7 მანდატით.
ამჟამად დათვლილია ხმების 77.45%
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.