ომბუდსმენი: “აფგან სადიგოვზე შეფასება აუცილებლად გვექნება, ეს საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას”

პოლიტიკა
ომბუდსმენი: “აფგან სადიგოვზე შეფასება აუცილებლად გვექნება, ეს საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას”
4
წაკითხვა
სახალხო დამცველი აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებას მე-10 დღეს ეხმაურება. იოსელიანმა ნეტგაზეთთან საუბარისას განაცხადა, რომ აუცილებლად შეაფასებს მომხდარს და ეს საკითხი სამართლებრივ შესწავლას საჭიროებს.
“მის უფლებადამცველებთან მქონდა კომუნიკაცია. რაც შეეხება შეფასებას, შეფასება აუცილებლად გვექნება ამაზე, იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას. სამართლებრივ შესწავლას ვგულისხმობ და შესაბამისად, ამის შესახებ რა თქმა უნდა, პოზიცია გვექნება. იმ პროცესში, როდესაც ბატონი სადიგოვი იმყოფებოდა საქართველოში, დაწყებული მისი დაკავებიდან ბოლომდე, ყოველდღიურად ვიყავით ჩართული, ვახდენდით მონიტორინგს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის უფლებადამცველებთან მქონდა განუწყვეტლივ პროცესში კომუნიკაცია, ვიცოდით ზუსტად რა პროცესი მიმდინარეობდა, ამაზე მეტის თქმა ახლა არ შემიძლია. ალბათ ამაზე მეტის თქმას შევძლებ, როდესაც უკვე სამართლებრივად შევისწავლით კონკრეტულად იმ საკითხს, რამდენად სწორედ მოხდა მისი საქართველოდან გაძევება,” — განაცხადა იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის კომენტარს “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი და აფგან სადიგოვის უფლებადამცველი თამთა მიქელაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით ის ფაქტი, რომ ომბუდსმენს 10 დღის შემდეგაც არ აქვს მომხდარზე შეფასება ნორმალური ქმედება არ არის.
“სახალხო დამცველი 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით გაძევების ფაქტს და განაცხადა, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება და აუცილებლად გვექნება შეფასება მომავალში. უმძიმეს, აშკარა და დემონსტრაციულ კონვენციურ დარღვევაზე სახალხო დამცველს 10 დღის შემდეგაც არ აქვს შეფასება, არც ერთი პოსტი ან განცხადება არ უდევს საკუთარ ვებ-გვერდზე და ახლა ამბობს, რომ მომავალში გვექნებაო. ეს ნორმალურია? მყისიერი და დროული რეაგირება უფლების დარღვევის ფაქტებზე რა არის საერთოდ ესმით ამ ოფისში ისევ როგორც modus operandi?ლევან იოსელიანის პასუხი ჩვენს კრიტიკაზე თავის დროზე ის იყო, რომ მას სიფრთხილე სჭირდებოდა, რათა პრაგმატული და საქმიანი კომუნიკაცია ჰქონოდა მთავრობასთან და რეალური შედეგები ჰქონოდა მის მუშაობას. და სად არის შედეგები? რა შეაკავა სახალხო დამცველმა 3 წლის თავზე? სამოქალაქო საზოგადოება დაანგრია რეჟიმმა, შეკრების თავისუფლება კანონით ჩამოგვერთვა, წამება და ძალადობა სისტემური გახდა შეკრების მონაწილეების მიმართ, პოლიტიკური უფლებების წარმოუდგენელი გაუარესებაა ქვეყანაში და ერთი სპეციალური ანგარიში არ არის ამ საკითხებზე მომზადებული აპარატის მიერ. ან რომელი ეფექტურად გამოყენებული საერთაშორისო მექანიზმი გახსენდებათ, რომელიც ოფისმა პროაქტიულად და აგრესიულად გამოიყენა მოქალაქეების დასაცავად? (მიწასთან გასწორებული სამოქალაქო საზოგადოება ვცდილობთ ისევ ამ მექანიზმების გამოყენებას) 1 წლის წინ, როცა ელენე ხოშტარიას გაშიშვლების საკითხი დადგა დღის წესრიგში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს, ომბუდსმენმა ზარ-ზეიმით გვაცნობა, რომ გაშიშვლების პრაქტიკაზე რეკომენდაცია მიიღო მთავრობამ და შეჩერდებოდა.ბოლო ანგარიში კი ისევ იმას წერენ, რომ ეს პრაქტიკა არ გაჩერებულა. ამ პრაქტიკის შემოტრიალებაც კი ვერ შეძლო სახალხო დამცველმა და ამ პრაგმატული, დაბალანსებული და აუღელვებელი სტრატეგიით რას აშენებს, ახსნას საჯაროდ. საზოგადოებას ანგარიში ჩაგვაბაროს, რომ გაჩუმების, მხარდაჭერის არქონის, სახალხო დამცველისთვის უფლებადამცველის რეპუტაციისა და განცდის სრულად წართმევისა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ანგარიშში (კი, ნორმალურია ანგარიშების ტექსტები ნამდვილად) ჩაწერის ფასად რანაირად ღირს ეს სტრატეგია? ახლა, როცა უფლებადამცველების ქსელი ასეთი დაზიანებული და დასუსტებულია რეჟიმის მიერ, სახალხო დამცველი ამ დაყოვნებით და პასიურობით უნდა მუშაობდეს?” — დაწერა თამთა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამით დააკავეს. ღამის 4 საათზე კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მისი აზერბაიჯანში გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1-ელ აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა — “იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და “პაგონების” სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.”
მეტი აფგან სადიგოვის შესახებ წაიკითხეთ აქ.
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები აფგან სადიგოვს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”: ჟურნალისტი აფგან სადიგოვი -მ გზის გადაკეტვის გამო ჯამში 275 000 ლარით დააჯარიმა აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აფგან სადიგოვი: არ ვაპირებ გირაოს გადახდას აფგან სადიგოვი: “პარტიას “ქართული ოცნება” რომ დაარქვეს, ქართველების ოცნება არასდროს იქნება დიქტატურა” აფგან სადიგოვი თავისუფალია — 17 აპრილს SJC სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს SJC: სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს საერთო სასამართლოებმა აფგან სადიგოვი უკანონო პატიმრობაში დატოვეს SJC: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. ჟურნალისტი [161-ე დღეს] შიმშილობას წყვეტს SJC: აფგან სადიგოვი 159 დღეა, შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა აფგან მუხთარლი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
კომენტარები
გადახედვა
დაეჯერებინათ და ეროვნული ბანკისგან მოეთხოვათ ფულის ბეჭდვის შეჩერება. მალევე დაინახავდნენ შედეგს — ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე
დაეჯერებინათ და ეროვნული ბანკისგან მოეთხოვათ ფულის ბეჭდვის შეჩერება. მალევე დაინახავდნენ შედეგს — ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე
გადახედვა
ომბუდსმენი: “აფგან სადიგოვზე შეფასება აუცილებლად გვექნება, ეს საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას”
ომბუდსმენი: “აფგან სადიგოვზე შეფასება აუცილებლად გვექნება, ეს საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას”
გადახედვა
დიმიტრი პესკოვი: ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ასეთია რეალობა
დიმიტრი პესკოვი: ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ასეთია რეალობა
გადახედვა
: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა
შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
პარტია “გახარია საქართველოსთვის” მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს
პარტია “გახარია საქართველოსთვის” მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს
Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
გადახედვა
: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება
: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება
გადახედვა
“ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე
“ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე
გადახედვა
რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი
რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისა და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისა და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
გადახედვა
Spider-Man: Brand New Day — CinemaCon-ზე ფილმიდან ექსკლუზიური სცენა აჩვენეს
Spider-Man: Brand New Day — CinemaCon-ზე ფილმიდან ექსკლუზიური სცენა აჩვენეს
გადახედვა
იმისათვის, რომ EU-მა უნგრეთისთვის გამოყოფილი €35 მლრდ განბლოკოს, უნგრეთმა 27 პირობა უნდა შეასრულოს
იმისათვის, რომ EU-მა უნგრეთისთვის გამოყოფილი €35 მლრდ განბლოკოს, უნგრეთმა 27 პირობა უნდა შეასრულოს
Euphoria-ს კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა — რას ვიხილავთ ახალ სეზონში
Euphoria-ს კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა — რას ვიხილავთ ახალ სეზონში
გადახედვა
პეტერ მადიარი: უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის EU-ს €90 მილიარდიან სესხს არ დაბლოკავს
პეტერ მადიარი: უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის EU-ს €90 მილიარდიან სესხს არ დაბლოკავს
გადახედვა
რა ფორმატში გაგრძელდება რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობები? — მადიარის და ლავროვის პირველი განცხადებები
რა ფორმატში გაგრძელდება რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობები? — მადიარის და ლავროვის პირველი განცხადებები
გადახედვა
ტრამპი აცხადებს, რომ -ით გენერირებულ ფოტოზე თავის წითელი ჯვრის ექიმად წარმოჩენა სურდა და არა იესოდ
ტრამპი აცხადებს, რომ -ით გენერირებულ ფოტოზე თავის წითელი ჯვრის ექიმად წარმოჩენა სურდა და არა იესოდ
გადახედვა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა და პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა და პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
პეტერ მადიარი: ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან
პეტერ მადიარი: ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან
გადახედვა
პეტერ მადიარი ტრამპთან დარეკვას არ აპირებს — რა შეიცვლება უნგრეთის პოლიტიკაში?
პეტერ მადიარი ტრამპთან დარეკვას არ აპირებს — რა შეიცვლება უნგრეთის პოლიტიკაში?
გადახედვა
ირაკლი : 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას
: 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას
ნახეთ რეიფ ფაინზი და გლენ ქლოუზი შიმშილის თამაშების ახალ ფილმში — ტრეილერი
ნახეთ რეიფ ფაინზი და გლენ ქლოუზი შიმშილის თამაშების ახალ ფილმში — ტრეილერი
კვირის ტოპ-5
შსს: “სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს”353 ნახვა
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ259 ნახვა
როგორ შეთანხმდნენ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?227 ნახვა
: “დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება”214 ნახვა
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს209 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
პეტერ მადიარი: ორბანი აშინებდა უნგრელებს, თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, ხალხს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ
პეტერ მადიარი: ორბანი აშინებდა უნგრელებს, თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, ხალხს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ
გადახედვა
პოლიტიკა
: მე კვლავაც ხმამაღლა ვისაუბრებ ომის წინააღმდეგ, შევეცდები მშვიდობის ხელშეწყობას
: მე კვლავაც ხმამაღლა ვისაუბრებ ომის წინააღმდეგ, შევეცდები მშვიდობის ხელშეწყობას
გადახედვა
საზოგადოება
სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ე.წ “ჟორსის ხიდი” დააზიანა
სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ე.წ “ჟორსის ხიდი” დააზიანა
გადახედვა
პოლიტიკა
ჩინეთი Tisza-ს და მის ლიდერს უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ჩინეთი Tisza-ს და მის ლიდერს უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსი პიტერ მადიარის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ოპოზიციური ალიანსი პიტერ მადიარის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: უნგრეთში არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით
ლევან მახაშვილი: უნგრეთში არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით
გადახედვა
პოლიტიკა
: ივანიშვილს და ოცნებას “გარდაეცვალათ” მამა, ვიქტორ ორბანის სახით
: ივანიშვილს და ოცნებას “გარდაეცვალათ” მამა, ვიქტორ ორბანის სახით
გადახედვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
გადახედვა
პოლიტიკა
: ვურჩევ “ქართულ ოცნებას”, ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ ორბანისგან — ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება
: ვურჩევ “ქართულ ოცნებას”, ერთადერთი სწორი რამ ისწავლონ ორბანისგან — ახლო მომავალში მასავით შეეგუონ მარცხს და მშვიდობიანად დათმონ ძალაუფლება
გადახედვა
პოლიტიკა
პესკოვი: ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის არჩევანს
პესკოვი: ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის არჩევანს
ახლა კითხულობენ
გადახედვა
სიმონ ჯანაშია: ორბანის გარშემო შემოკრებილი ყველა სახის პოპულისტი და არადემოკრატიული პარტია გაინაწილებს ამ მარცხს. მათ შორის, “ქართული ოცნებაც”
“თექვსმეტი წელი აშენა ავტორიტარული სისტემა ორბანმა უნგრეთში და საზღვარგარეთ. დაიმორჩილა სასამართლო, ხელში ჩაიგდო მედია,…
მაკა ბოჭორიშვილი: ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში
“ლელო”: “ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი”
მსოფლიო ლიდერები პიტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
რობერტ ფიცო: მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერმინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს